საფრანგეთში Porsche 911 GT3-ის მძღოლმა სიჩქარის გადაჭარბების რეკორდი მოხსნა
საფრანგეთის პოლიციამ სიჩქარის გადაჭარბების ახალი რეკორდი დააფიქსირა. 48 წლის შვეიცარიელი მძღოლი, ღამით, თავისი 911 GT3-ით 312 კმ/სთ სიჩქარით გადაადგილდებოდა. ეს კი მაშინ, როდესაც ავტომაგისტრალზე დაშვებული მაქსიმალური სიჩქარე 130 კმ/სთ იყო.
ასევე დაგაინტერესებთ: მანქანა, რომელმაც 5 000 000 კმ დაფარა - 10 გიჟური რეკორდი
შემთხვევა რამდენიმე დღის წინ, საფრანგეთის ერთ-ერთ რეგიონში, A40 ავტომაგისტრალზე მოხდა. პოლიციის რადარმა 911-ის თაობის Porsche 911 GT3 სწორედ ამ მაგისტრალზე, 312 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობის დროს დააფიქსირა.
ეს კი ნიშნავს, რომ სპორტქარი დაშვებულ სიჩქარეს არც მეტი, არც ნაკლები, 182 კმ/სთ-ით აჭარბებდა. ამასთან, 911 GT3-ის მაქსიმალური სიჩქარე დაახლოებით 320 კმ/სთ-ია, რაც ნიშნავს, რომ Porsche-ს მძღოლი ავტომობილის შესაძლებლობების თითქმის ზღვარზე გადაადგილდებოდა.

48 წლის შვეიცარიელი მძღოლი საფრანგეთის ჟანდარმერიამ დააკავა. მას მართვის მოწმობა ჩამოართვეს, ავტომობილი კი სპეციალურ სადგომზე გადაიყვანეს. მძღოლი მხოლოდ 1 500 ევროს ოდენობის გირაოს გადახდის შემდეგ გაათავისუფლეს.
თუმცა, ჯერ ყველაფერი არ დასრულებულა. მძღოლს სისხლის სამართლის მუხლით სასამართლო პროცესი მომდევნო წელს ჩაუნიშნეს. საფრანგეთის კანონმდებლობის თანახმად, ასეთი მასშტაბით სიჩქარის გადაჭარბება სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და შესაძლოა, პატიმრობით ან 4 000 ევროზე მეტი ჯარიმით დაისაჯოს.
#FastAndFourrière ❌ Dans l'#Aude, les #gendarmes ont intercepté un jeune conducteur au volant d'une Audi RSQ3 à 239 km/h au lieu de 110 sur l'A9. ???? ➡️ Permis suspendu ???? ➡️ Véhicule mis en fourrière ???? https://t.co/tNkIbCSnni
— Gendarmerie nationale (@Gendarmerie) October 3, 2026
საინტერესოა, რომ 312 კმ/სთ-იანი მაჩვენებელი საფრანგეთისთვის სიჩქარის გადაჭარბების ახალი რეკორდია. წინა Audi RS 3-ის მძღოლს ეკუთვნოდა, რომელმაც გასულ წელს 285 კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარე დააფიქსირა.
Porsche-ს მძღოლი შვეიცარიის მოქალაქეა, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ საქმეში მისი ქვეყნის შესაბამისი უწყებებიც ჩაერთონ. მას საფრანგეთში გარკვეული პერიოდი ავტომობილის მართვა აკრძალული ექნება, თუმცა უცნობია, გავრცელდება თუ არა შეზღუდვები შვეიცარიის ტერიტორიაზეც.