თბილისი, საცობები, თბილისის მერია, გზაჯვარედინი, ყვითელი ყუთი
Aa
Aa

თბილისში, გზაჯვარედინებზე საგზაო კვადრატების ქსელის, ე.წ. Yellow box-ის დანერგვა იგეგმება

თბილისის გზებზე ე.წ. Yellow box-ს დანერგვას იგეგმება. ქალაქის მერის შეფასებით, ეს გადაწყვეტა გარკვეულწილად მძღოლებს გადაადგილებას შეუმსუბუქებს.

„თბილისში ბოლო წლების პერიოდში ძალიან გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა და ქალაქში, განსაკუთრებით კონკრეტულ უბნებში გადაადგილება არის პრობლემა. გვაქვს საცობები. შედარებისთვის, თუ 2012 წლამდე დაახლოებით 180 ათასამდე კერძო ავტომობილი მოძრაობდა, დღეს უკვე პიკის საათებში ქალაქში 900 ათასი ავტომობილი გადაადგილდება.

ალბათ ყველას გვქონია შემთხვევა, გზაჯვარედინზე, როცა ერთი მიმართულებით არის საცობი, ხშირია შემთხვევა, მძღოლები მაინც ცდილობენ გასვლას და ეს კიდევ უფრო მეტ პრობლემას ქმნის. შესაბამისად, საჭიროა ამ საკითხის კიდევ უფრო მეტად დარეგულირება.

გზაჯვარედინებზე ძალიან კარგად მუშაობს საგზაო კვადრატების ქსელი ე.წ. Yeloow box-ი. ბევრ ქვეყანაში აპრობირებული მეთოდია, იმ სატრანსპორტო კვანძებზე, სადაც დიდია ავტომობილების ნაკადი და შუქნიშნით რეგულირების მიუხედავად პრობლემურია გზაჯვარედინის გადაკვეთა.

შესაბამისად, მინდა ვთხოვო ჩვენს ურბანულ და ტრანსპორტის სამსახურს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად დავიწყოთ აღნიშნულთან დაკავშირებით მუშაობა, რადგან ვფიქრობ, ეს გადაწყვეტა დაგვეხმარება იმაში რომ გარკვეულწილად მძღოლებს შევუმსუბუქოთ გადაადგილება,“ — განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, Yellow box გზის სავალ ნაწილზე (ჩვეულებრივ, გზაჯვარედინებზე ან სასწრაფო/სახანძრო სამსახურების გასასვლელებთან) დატანილი ყვითელი ბადისებრი მონიშვნაა. თქვენ არ გაქვთ უფლება, შეხვიდეთ ყვითელ ბადეში, თუ მის მიღმა თქვენი მოძრაობის ზოლი დაკავებულია და იძულებული გახდებით ბადის შუაგულში გაჩერდეთ. ყვითელ ზონაში შესვლა შეგიძლიათ მხოლოდ მაშინ, როდესაც დარწმუნებული ხართ, რომ მას შეუჩერებლად გადაკვეთთ.

წყარო: BPN.GE

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა
ვაშლიჯვრისა და სოფელ დიღმის დამაკავშირებელი ახალი საავტომობილო ხიდი გაიხსნა