დიზელი 5.07, ბენზინი რეგულარი 4.08 ლარი | ზოგიერთ ქსელში საწვავი ისევ გაძვირდა
საწვავი კვლავ გაძვირდა. ერთ დღეში ზოგიერთ ბენზინგასამართ ქსელში დიზელის ღირებულება დამატებით კიდევ 10 თეთრამდე გაიზარდა, ბენზინის — 2-დან 6 თეთრამდე. შედეგად, დიზელის ფასმა 5.07 ლარი შეადგინა, სუპერის ფასი — 4.65 ლარამდეა, პრემიუმის — 4.33 ლარამდე, რეგულარის — 4.08 ლარამდე.
აღსანიშნავია, რომ საწვავის გაძვირება ეტაპობრივად, დღეებისა და კვირების ინტერვალით ხდებოდა. მხოლოდ სექტემბერში ბენზინის ფასმა 14-31 თეთრით, ხოლო დიზელის ღირებულებამ — 30-52 თეთრით მოიმატა. აგვისტო-სექტემბერში კი ბენზინის ფასი 42 თეთრამდე, დიზელის — 91 თეთრამდეა გაზრდილი.
ამასთან, „საქსტატის“ მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სექტემბერში წლიურ ჭრილში ბენზინი 30.2%-ით, დიზელი — 54.5%-ით, ხოლო გაზის საწვავი — 0.6%-ით არის გაძვირებული.
„ბიზნესპრესნიუსი“ გთავაზობთ მონაცემებს, თუ როგორია დღეს საწვავის ფასი სხვადასხვა ბრენდულ ბენზინგასამართ სადგურზე:
Wissol
-
ეკო სუპერი — 4.64 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.62 ლარი) — ზრდა 2 თეთრი;
-
ეკო პრემიუმი — 4.32 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.29 ლარი) — ზრდა 3 თეთრი;
-
ეკო დიზელი — 5.07 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.99 ლარი) — ზრდა 8 თეთრი;
-
ევრო დიზელი — 4.98 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი) — ზრდა 3 თეთრი;
-
ევრო რეგულარი — 4.08 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.02 ლარი) — ზრდა 6 თეთრი.
Gulf
-
G-Force სუპერი — 4.65 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.59 ლარი) — ზრდა 6 თეთრი;
-
G-Force პრემიუმი — 4.33 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.27 ლარი) — ზრდა 6 თეთრი;
-
ევრო რეგულარი — 4.03 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.97 ლარი) — ზრდა 6 თეთრი;
-
G-Force ევრო დიზელი — 4.99 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.95 ლარი) — ზრდა 4 თეთრი;
-
ევრო დიზელი — 4.93 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.87 ლარი) — ზრდა 6 თეთრი.
Portal
-
სუპერი — 4.29 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.24 ლარი) — ზრდა 5 თეთრი;
-
პრემიუმი — 4.09 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.04 ლარი) — ზრდა 5 თეთრი;
-
ევრო რეგულარი — 3.84 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.84 ლარი);
-
ევრო დიზელი — 4.89 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.79 ლარი) — ზრდა 10 თეთრი;
-
ეფექტური დიზელი — 4.79 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.69 ლარი) — ზრდა 10 თეთრი.
Lukoil
-
სუპერი — 4.60 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.60 ლარი);
-
პრემიუმი დანამატებით — 4.25 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.25 ლარი);
-
რეგულარი — 3.95 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.95 ლარი);
-
ევრო დიზელი — 4.97 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.97 ლარი).
Socar
-
ნანო სუპერი — 4.55 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.55 ლარი);
-
ნანო პრემიუმი — 4.25 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.25 ლარი);
-
ნანო ევრო რეგულარი — 3.95 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.95 ლარი);
-
ევრო 5 დიზელი — 4.86 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.86 ლარი);
-
ნანო ევრო 5 დიზელი — 4.94 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.94 ლარი).
Rompetrol
-
Efix სუპერი — 4.56 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.56 ლარი);
-
Efix ევრო პრემიუმი — 4.16 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.16 ლარი);
-
Efix ევრო რეგულარი — 3.88 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 3.88 ლარი);
-
Efix ევრო დიზელი — 4.97 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.97 ლარი);
-
ევრო დიზელი — 4.89 ლარი (7 ოქტომბრის ფასი 4.89 ლარი).