ელექტრომობილები, ბიემვი, ბეემვე, ბიემვი ნოიე კლასე, ბიემვი აიიქს4, ბეემვე აიიქს4
Aa
Aa

მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს!

გაიცანით სრულიად ახალი iX4 — უახლესი მოდელი, რომელიც BMW-ს Neue Klasse-ს ინოვაციური პლატფორმიდან მოევლინა სამყაროს. ბავარიელები მას Sports Activity Coupe-ს უწოდებენ და მისი ტექნიკური მონაცემები ნამდვილად აღფრთოვანებას იმსახურებს. BMW-ს ცნობით, iX4 50 xDrive ვერსიას ერთადერთი სრული დამუხტვით 827 კილომეტრის გავლა შეუძლია!

ასევე იხილეთ: BMW-ს ბურუსით მოცული წარსული და აქამდე უცნობი ფაქტები

iX4-ის საწარმოო ხაზი რამდენიმე ვერსიისგან შედგება — iX4 40 xDrive-ი, საბაზო მოდელი 82.6 კვტ/სთ ბატარეითა და 637 კმ სვლის მარაგით. შემდეგ მოდის iX4 50 xDrive-ი: ფლაგმანური რეკორდსმენი 827 კმ სვლის მარაგით, ხოლო იერარქიის თავში iX4 M60 xDrive დგას — 108.7 კვტ/სთ ბატარეით, 777 კმ სვლის მარაგითა და გიჟური დინამიკით.

Neue Klasse-ს ტექნოლოგიის წყალობით, ბატარეის ელემენტები ცალკეულ მოდულებში კი არ არის გადანაწილებული, არამედ პირდაპირ ძარაშია ინტეგრირებული, რაც ამცირებს წონას და ზრდის კონსტრუქციის სიმტკიცეს. ყველა მოდელი აღჭურვილია 800-ვოლტიანი არქიტექტურით, რაც ულტრასწრაფი დამუხტვის საშუალებას იძლევა.

მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 1
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 2
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 3
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 4
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 5
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 6
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 7

ორმაგი ელექტროძრავი (სრული 4x4 ამძრაობა) 30%-ით უფრო ეფექტურია, ვიდრე წინა თაობის სისტემები. შედეგად, 369 ცხ.ძ.-იანი iX4 40 100 კმ/სთ-ს 5.6 წამში ავითარებს, ხოლო 463 ცხ.ძ.-იან iX4 50-ს იმავეს გაკეთება 4.9 წამში შეუძლია. ცხადია, საუკეთესო შედეგს 604 ცხენისძალიანი ურჩხული iX4 M60 აფიქსირებს, რომელსც 100 კმ/სთმდე ასაჩქარებლად 3.9 წამი სჭირდება!

სალონი Neue Klasse-ს მინიმალისტურ სტილშია შესრულებული: გიგანტური ცენტრალური სენსორული ეკრანი, ახალი ფორმის საჭე და საქარე მინის მთელ სიგანეზე გადაჭიმული ინოვაციური პროექციული მონიტორი. პანორამული სახურავი კი სტანდარტულ კომპლექტაციაში შედის.

მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 1
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 2
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 3
მოგწონთ BMW iX3? ბავარიელებმა უკვე iX4-იც წარადგინეს! — ფოტო 4

ექსტერიერს რაც შეეხება — დახრილი, კუპესებური სახურავის ხაზი ავტომობილს აეროდინამიკურ ეფექტურობას მატებს, უკანა ნაწილში არსებული მცირე სპოილერი და ვიწრო მაშუქები კი მას საკმაოდ აგრესიულ იერს ანიჭებს. iX4 40-ის ფასი დიდ ბრიტანეთში 60 170 ფუნტი სტერლინგიდან (79 400 დოლარი) იწყება, iX4 50-ის ფასი 66 075 ფუნტია (87 200 დოლარი), ხოლო M60-ის ღირებულება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ის, რაც მესამე სერიის გამო გამოგვრჩა | კვირის მთავარი სიახლეები BMW-სგან
ის, რაც მესამე სერიის გამო გამოგვრჩა | კვირის მთავარი სიახლეები BMW-სგან