დრიფტი, აშშ, ბიემვი, ბეემვე, ბიემვი ე36, ბეემვე მე-3 სერია, ბიემვი მე-3 სერია, კანონდარღვევა
Aa
Aa

ამერიკულ ქალაქში დრიფტერების შეკავება სცადეს და შემთხვევით ატრაქციონი მოუწყვეს

ამერიკის პოლიცია წლებია ცდილობს, ებრძოლოს ქუჩის არალეგალურ საავტომობილო შეკრებებსა და გზაჯვარედინების გადაკეტვას, სადაც მძღოლები ღამის საათებში დრიფტაობენ და ხმაურობენ. კალიფორნიის ქალაქ სტოქტონის მერიამ გადაწყვიტა, პრობლემა რადიკალურად მოეგვარებინა და ერთ-ერთ პრობლემურ გზაჯვარედინზე სპეციალური დამცავი ბარიერი დაამონტაჟა. გეგმის მიხედვით, გზის შუაგულში აღმართულ ბარიერს ხელი უნდა შეეშალა ავტომობილებისთვის, რომ გზაჯვარედინის ცენტრში „დონატები“ მოეხაზათ. თუმცა, შედეგი სრულიად საპირისპირო აღმოჩნდა.

ადგილობრივმა ტელეკომპანია CBS Sacramento-მ ახლად დამონტაჟებული ბარიერის ეფექტურობის შესამოწმებლად გზაჯვარედინზე კამერა დააყენა. ბარიერის დადგმიდან სულ რაღაც რამდენიმე დღეში, კამერის ობიექტივში BMW 3-Series E36 გამოჩნდა, რომლის მძღოლმაც ეს ბარიერი... იდეალურ ტრაექტორიის ცენტრად გამოიყენა.

E36-ის მძღოლმა ბარიერის გარშემო ულამაზესი, ხანგრძლივი და კონტროლირებადი სრიალი შემოგვთავაზა — რითაც პრაქტიკულად დაამტკიცა, რომ ქალაქის ხელმძღვანელობამ ქუჩის დრიფტერებს დაბრკოლების ნაცვლად, ფაქტობრივად, პროფესიონალური სასრიალო ტრასა მოუწყო.

ინჟინრებს ექსპერტები იდეის ავტორს ურჩევენ, რომ შემდეგში, ძვირადღირებული და უსარგებლო ბარიერების ნაცვლად, ჩვეულებრივი მწოლიარე პოლიციელები გამოიყენონ...

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
საფრანგეთში Porsche 911 GT3-ის მძღოლმა სიჩქარის გადაჭარბების რეკორდი მოხსნა
საფრანგეთში Porsche 911 GT3-ის მძღოლმა სიჩქარის გადაჭარბების რეკორდი მოხსნა