ჩინეთი, ბიუაიდი, ჩინური ელექტრომობილები, ბივაიდი, მარკეტინგი, ბოინგი, ბივაიდი დენზა ბაო 5, დენზა ბაო 5, დენზა პაო 5
Aa
Aa

მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია

ბევრ თქვენგანს ემახსოვრება 2000-იანი წლების ცნობილი მარკეტინგული ტრიუკი, როდესაც Volkswagen Touareg V10 TDI-მ გიგანტური Boeing 747 ბუქსირით გაათრია. მოგვიანებით, 2017 წელს, ეს რეკორდი Porsche-მ მოხსნა და Cayenne S Diesel-ით ბევრად მძიმე Airbus A380 დაძრა ადგილიდან. ახლა კი ასპარეზზე ჩინური გიგანტი BYD-ი გამოვიდა და თამასა სრულიად ახალ, აბსურდულ სიმაღლეზე ასწია.

ბრიტანეთში, დანსფოლდის აეროდრომზე, BYD-ის პრემიუმ ბრენდის დამუხტვადმა ჰიბრიდულმა ყველგანმავალმა — Denza Bao 5-მა 180-ტონიანი Boeing 747 მხოლოდ ელექტროენერგიის გამოყენებით გაათრია. თუმცა, ექსპერიმენტი ამით არ დასრულებულა: ინჟინრებმა სიმძაფრისთვის ავტომობილს ორი ბორბალი საერთოდ მოხსნეს (საავტომობილო სამყაროში ტრიუკების მრავალფეროვნება მართლაც არასდროს ილევა).

სამი ეტაპი და ჰიდრავლიკური დაკიდების დემონსტრაცია

საჭესთან BYD UK-ის უფროსი ტექნიკოსი მარკ გალიფანტი იჯდა. სამი გარბენის განმავლობაში ყველგანმავალმა ლაინერი ჯამში 1600 მეტრის მანძილზე გადააადგილა — პირველი გარბენი სტანდარტულად, ოთხივე ბორბალზე შესრულდა, მე-2 გარბენი — სამ ბორბალზე, ხოლო საბოლოო — მხოლოდ ორ ბორბალზე. 

ასევე იხილეთ: როგორ იგებს ჩინეთი ელექტრომობილების ომს?

ამ უჩვეულო გამოწვევის მთავარი მიზანი Bao 5-ის ჭკვიანი, თვითრეგულირებადი ჰიდრავლიკური დაკიდების სისტემის — DiSus-P-ის შესაძლებლობების დემონსტრირება იყო, რომელმაც მოხსნილი ბორბლების პირობებშიც კი შეძლო ავტომობილის ბალანსისა და ჰორიზონტალური მდგომარეობის შენარჩუნება.

Denza-ს წარმომადგენლების თქმით, ავტომობილის ძალური აგრეგატი და სავალი ნაწილი პრაქტიკულად ქარხნული დარჩა, თუმცა ფიზიკის კანონების დასამორჩილებლად და საბურავების ასფალტთან მოჭიდების გასაზრდელად გარკვეული მომზადება მაინც გახდა საჭირო — დამონტაჟდა სპეციალური საბუქსირე სამაგრი და მცირე ზომის დამხმარე სტაბილიზატორები ღერძებზე. ასევე, სალონიდან ამოიღეს სავარძლები და ავტომობილი დამატებითი სიმძიმით დატვირთეს — სამ ბორბალზე მოძრაობისას ბალასტმა 2000 კგ, ხოლო ორ ბორბალზე რეკორდული გარბენისას 4500 კგ შეადგინა.

მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია — ფოტო 1
მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია — ფოტო 2
მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია — ფოტო 3
მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია — ფოტო 4
მორიგი სიგიჟე: BYD-ის SUV-მა Boeing 747 მხოლოდ 2 ბორბლითა და ელექტროენერგიით გაათრია — ფოტო 5

საინტერესოა, რომ ტესტის დღეს ძლიერმა წვიმამ ასფალტზე მოჭიდება მნიშვნელოვნად გააუარესა, რის გამოც გუნდს საფარის გაშრობამდე მოცდა მოუწია. საბოლოოდ ექსპერიმენტმა წარმატებით ჩაიარა — ინჟინრების განცხადებით, 180-ტონიანი თვითმფრინავის ორ ბორბალზე გათრევის შემდეგაც კი, Bao 5-ს დაზიანების არანაირი კვალი არ აღმოაჩნდა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები