ფოლკსვაგენი, ტუნინგი, მიშა ჩარუდინი, ფოლკსვაგენ ტი1
Aa
Aa

მიშა ჩარუდინმა ნიურბურგრინგზე 400-ცხენისძალიანი Volkswagen T1 გამოცადა

ავტომობილების ისტორიაში იშვიათად თუ შეხვდებით ისეთ კონტრასტულ პროექტს, როგორიც ეს კლასიკური Volkswagen T1-ია. მიუხედავად იმისა, რომ ეს ლეგენდარული მოდელი თავიდანვე მშვიდი მოგზაურობებისა და პიკნიკებისთვის შეიქმნა, ამ ეგზემპლარის მფლობელმა ის სარბოლო მონსტრად აქცია. ცნობილმა იუთუბერმა მიშა ჩარუდინმა ეს უნიკალური მანქანა ნიურბურგრინგზე პირადად გამოცადა.

ავტომობილში Porsche-ს 3.8-ლიტრიანი, ატმოსფერული ექვსცილინდრიანი ძრავი იმალება, რომელიც Volkswagen-ის ძრავის მოკრძალებულ 44 ცხენის ძალას თითქმის ათჯერ აღემატება და 400 ცხ.ძ.-ს გამოიმუშავებს. მოდიფიცირებული ძარის, მინიმალისტური ინტერიერისა და სპეციალური მასალების წყალობით, ფურგონის წონა 1000 კილოგრამზე ნაკლებია. ავტომობილმა Porsche G50-ის 5-სიჩქარიანი მექანიკური კოლოფი, Porsche-ს მუხრუჭები და დაკიდება, KW-ის ამორტიზატორები, დამცავი კარკასი და Tillett-ის სარბოლო სავარძლებიც მიიღო.

მიშა ჩარუდინის თქმით, ტრეკზე ამ მანქანის მართვა სრულიად განსხვავებული და უცნაური გამოცდილებაა. განსაკუთრებულ სირთულეს წარმოადგენდა სატერფულების არასტანდარტული განლაგება და უჩვეულო გადაცემათა კოლოფი.

მიუხედავად ამისა, ტრეკზე მოძრაობისას ფურგონი წარმოუდგენლად სწრაფად და აზარტულად გამოიყურება. ჩარუდინმა აღნიშნა, რომ ეს არის „ერთ-ერთი ყველაზე განსაკუთრებული და უნიკალური ავტომობილი, რომელიც კი ოდესმე უტარებია“. გარედან ვიტაჟურ ქალაქგარეთა კემპერად შეფუთული ეს T1 „მწვანე ჯოჯოხეთის“ ასფალტზე ბევრ თანამედროვე სპორტულ მანქანაზე არანაკლებად აგრესიულად გამოიყურება.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    მიშა ჩარუდინმა მომაკვდავ ავტომოყვარულს ნიურბურგრინგი შემოატარა — „ყველაზე რთული წრე, რომელიც გამივლია“
    მიშა ჩარუდინმა მომაკვდავ ავტომოყვარულს ნიურბურგრინგი შემოატარა — „ყველაზე რთული წრე, რომელიც გამივლია“