ფეხბურთი, კუპრა, ბარსელონა, პაო კუბარსი
Aa
Aa

კუბარსის მშობლებმა „ბარსას“ ნაჩუქარი Cupra ჩამოართვეს და ძვირადღირებული ავტომობილის მართვა აუკრძალეს

ესპანეთის საფეხბურთო კლუბ „ბარსელონას“ 19 წლის ფეხბურთელს, პაუ კუბარსის, მშობლებმა ძვირადღირებული ავტომობილის მართვა აუკრძალეს. უფრო მეტიც, კუბარსს მამამ კლუბისგან საჩუქრად მიღებული Cupra-ც კი ჩამოართვა და თავად დაიტოვა.

ასევე იხილეთ: რა მანქანებს ფლობდნენ ცნობილი ადამიანები გამდიდრებამდე?

როგორც ცნობილია, ესპანური ავტომწარმოებელი Cupra, რომელიც გერმანული Volkswagen Group-ის საკუთრებაში არსებული ბრენდია, „ბარსელონასთან“ პარტნიორობის ფარგლებში კლუბის ფეხბურთელებს ყოველწლიურად ახალ ავტომობილებს გადასცემს. გამონაკლისი არც კუბარსი ყოფილა, რომელმაც ტრადიციულად კუთვნილი ავტომობილი მიიღო, თუმცა, როგორც ჩანს, ფეხბურთელის მშობლებს სულ სხვა გეგმები ჰქონდათ.

კერძოდ, კუბარსის მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ მათი 19 წლის შვილისთვის ძვირადღირებული ავტომობილების მართვა ჯერ ნაადრევია. ამიტომ „ბარსელონას“ ახალგაზრდა ფეხბურთელმა ძველი საოჯახო ავტომობილის მართვა გააგრძელა, ახალი Cupra კი მამამისმა წაიყვანა.

„მანქანები ძალიან მიყვარს და დროდადრო ახალ მოდელებსაც ვათვალიერებ. თუმცა ჩემს მშობლებს არ მოსწონთ იდეა, რომ ამ ასაკში ძვირადღირებული ავტომობილები ვმართო. მითხრეს, ცოტა მოვიცადო და გამოცდილება დავაგროვო. ძვირადღირებული მანქანის შესაძენად კი მომავალშიც უამრავი დრო მექნება“, — თქვა კუბარსიმ.

შეგახსენებთ, რომ Cupra კატალონიური საფეხბურთო კლუბის, „ბარსელონას“ პარტნიორი და სპონსორია. სწორედ ამ თანამშრომლობის ფარგლებში „ბარსას“ ფეხბურთელებს გასული წლის ივლისში ახალი ავტომობილები გადაეცათ. როგორც ცნობილია, „ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ჰანსი ფლიკმა, CUPRA Terramar VZ e-HYBRID მიიღო, გავიმ, რაფინიამ და ტერ შტეგენმა კი — CUPRA Tavascan VZ. კუბარსი კი, სავარაუდოდ, Cupra Formentor VZ-ს ფლობს. მისი ფასი $53 990-დან $74 990-ის ფარგლებშია. 

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები