საქართველო, გზების მშენებლობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, მაგისტრალური გზა, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზა
Aa
Aa

რა ეტაპზეა აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალური გზის მშენებლობა?

აღმოსავლეთ-დასავლეთის E70 საერთაშორისო მაგისტრალური გზის გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთის მშენებლობა გრძელდება. ამის შესახებ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის უწყების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, „აღნიშნულ გზაზე 11 კმ-იან მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა უკვე გახსნილია, დარჩენილ 3 კმ-იან მონაკვეთზე კი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს“.

ცნობისთვის, გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი 14 კმ-იანი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას მოიცავს.

გრიგოლეთი-ქობულეთის მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტი ევროპის საინვესტიციო ბანკთან (EIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება. პროექტის ღირებულება 228 მილიონ ლარს შეადგენს.

გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი გზის საშუალებით, სამტრედია-გრიგოლეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას დაუკავშირდება და სატრანსპორტო ნაკადი გრიგოლეთიდან ქობულეთის მიმართულებით ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს.

დამატებით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გრიგოლეთი-შეკვეთილი-ქობულეთი-ჩაქვი-მახინჯაური (გვირაბის შემოსავლელი) კმ1-კმ7 მონაკვეთზე (გარდა კმ1,8-კმ5,4 კილომეტრებისა), პერიოდული შეკეთების სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია ჯამში 3.5-კილომეტრიან მონაკვეთს უტარდება. 

სამუშაოები გზის საფარის აღდგენას, გვერდულების, ადგილობრივ გზებთან მიერთებების და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელების მოწყობას, ასევე, საგზაო ნიშნების მოწყობასა და გზის ჰორიზონტალურ მონიშვნას ითვალისწინებს. 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები