აუქციონი, ბეტმობილი, შევროლე, შევროლე კაპრისი, ჰოლივუდი, ბეტმენი
Aa
Aa

აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ იყიდება, რომელსაც მაიკლ კიტონი მართავდა

ჩვენ ტუნერების მიერ გადაკეთებულ ავტომობილებს ხშირად „ბეტმობილებს“ ვუწოდებთ ხოლმე, რადგან უცნაური აეროდინამიკური ფორმების მქონე მანქანები ხშირად სწორედ ბეტმენის საყვარელ ტრანსპორტს გვაგონებს. მიუხედავად ამისა, ეს განსხვავებული შემთხევაა, რადგან აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ გამოიტანეს, რომელსაც მაიკლ კიტონი ტიმ ბარტონის საკულტო „ბეტმენის დაბრუნებაში“ მართავდა...  

DC-ის ამ სუპერგმირის კინო-სამყაროს მრავალრიცხოვან ვერსიებს შორის, ბარტონის ეპოქის ბეტმობილი დღემდე ყველაზე დახვეწილ, აგრესიულ და ესთეტიკურ პროექტად მიიჩნევა.

აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ იყიდება, რომელსაც მაიკლ კიტონი მართავდა — ფოტო 1
აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ იყიდება, რომელსაც მაიკლ კიტონი მართავდა — ფოტო 2
აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ იყიდება, რომელსაც მაიკლ კიტონი მართავდა — ფოტო 3
აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ იყიდება, რომელსაც მაიკლ კიტონი მართავდა — ფოტო 4
აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ იყიდება, რომელსაც მაიკლ კიტონი მართავდა — ფოტო 5
აუქციონზე ნამდვილი „ბეტმობილი“ იყიდება, რომელსაც მაიკლ კიტონი მართავდა — ფოტო 6

ეს კონკრეტული ეგზემპლარი Chevrolet Caprice-ის შასიზეა აგებული. ავტომობილის კაპოტქვეშ Chevrolet V8 ძრავი იმალება, რომელიც მთლიან სიმძლავრეს უკანა თვლებს გადასცემს. რაც შეეხება ავტომობილის უკანა ნაწილში განთავსებულ ლეგენდარულ „რეაქტიულ ტურბინას“ — მას ვიზუალური ეფექტი აქვს: პროპანზე მუშაობს და გადაღებების დროს ნამდვილ ცეცხლის ალს აფრქვევდა.

ფილმის გადაღებების დასრულების შემდეგ, ავტომობილი წლების განმავლობაში Warner Bros.-ის მუზეუმში ინახებოდა, რის შემდეგაც ის კერძო კოლექციონერის ხელში გადავიდა. ავტომობილმა გაიარა სრული რესტავრაცია და დღეს იდეალურ, მუშა მდგომარეობაშია.

აუქციონის სახლის წარმომადგენელთა ვარაუდით, კინოინდუსტრიისა და ავტო-სამყაროს ამ უნიკალური ექსპონატის ფასი რამდენიმე მილიონ დოლარს მიაღწევს. კოლექციონერებისთვის ეს არის იშვიათი შანსი, გახდნენ მსოფლიო კინოისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ავტომობილის მფლობელები.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
აშშ-ის ბაზარზე სედანების დაბრუნება ამ ორი მოდელის დამსახურებაა
აშშ-ის ბაზარზე სედანების დაბრუნება ამ ორი მოდელის დამსახურებაა