შესაძლებელია ძალიან მალე ახალი Lotus Esprit ვიხილოთ
Lotus-მა Esprit-ის განახლებული მოდელის კონცეპტი 10 წლის წინ პარიზის ავტოშოუზე წარადგინა. სამწუხაროდ, „ლოტუსის“ ახალი მფლობელობის გამო, რომელიც არ თუ ისე დიდი ხნის წინ მოხდა, კომპანიის ძველი განვითრების გეგმებზე უარი თქვეს.
2020 წლიდან ახალი დეკადა და კომპანიისთვის ახალი ერა წყება.
სურათში ნაჩვენებია ახალი „ლოტუსი“, მაგრამ დანამდვილებით ვერ ვიტყვით რომ „ესპრიტია“. ავტომობილი Lotus Evora-ს ბაზაზეა აწყობილი, მაგრამ უფრო განიერი და უკანა სავარძლებს მოკლებულია. ასევე ახალი „ლოტუსი“ Lotus Evija-ს ელექტრო სუპერქარის დიზაინის რამდენიმე ელემენტს იზიარებს.
მოსალოდნელია, რომ ავტომობილის 2021 წლის მოდელის წარდგენა ამ წლის ბოლოსკენ შედგება, თუმცა ამაზე ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გამოქვეყნებულა.
2010 წელს წარდგენილი Lotus Esprit-ის კონცეპტი Toyota-სგან აღებულ გადამუშავებულ 500-ცხენისძალიან ძრავას გვპირდებოდა და Esprit R ვერსიაში უფრო საინტერესო 550 ცხენის ძალა უნდა ყოფილიყო. ახალ ვერსიაში სავარაუდოდ კვლავ „ტოიოტასგან“ ნასესხები 3,5-ლიტრიანი „ტვინ-ტურბო“ V6 ძრავა იქნება, რომელიც თანამედროვე ტენდეციების გათვალისწინებით, ჰიბრიდიც იქნება. ჯამში 500-ზე მეტი ცხენისძალიანი აგრეგატია მოსალოდნელი, რაც ბოლო Evora GT-ის 410 ცხენის ძალას სჯობს.
ვნახოთ, ახალ „ლოტუსს“ რა სახელით გამოუშვებენ და რა მაჩვენებლები ექნება.