Aa
Aa

სრულიად განახლებული 2021 წლის Hyundai Elantra

Elantra არასდროს ყოფილა თავის სეგმენტში საინტერესო ავტომობილი, თუმცა ამ კვირაში მეეშვიდე თაობის ავტომობილებში განახლებები გამოჩნდა.

თავიდან ბოლომდე შეცვლილ კომპაქტურ სედანს ნამდვილი მთა აქვს დასაძლევი, რადგან მის სეგმენტში დიდი კონკურენციაა და კროსოვერების პოპულარობაც იზრდება. „ჰიუნდაის“ სჯერა, რომ გამარჯვების რეცეპტს მიაგნო.  

ოფიციალური ვიდეო შესაძლებლობას გვაძლევს სრულიად ახალი სტილი შევაფასოთ. ექსტერიერს, ძველისგან გასხვავებული, 4-კარიანი კუპეს შესახედაობა აქვს. ეს დადაბლებული სახურავის დამსახურებაა. ჯამში მანქანა 2 სანტიმეტრით დაბალია, ვიდრე წინა მოდელები. სამაგიეროდ უფრო ფართო და გრძელია.   

Hyundai-ს მხოლოდ ექსტერიერი არ შეუცვლია. სალონმაც განიცადა ცვლილებები. უკანა მგზავრებისთვის ფეხის დასადები სივრცე გაიზარდა და ახლა დაახლოებით 97 სანტიმეტრია. აგრეთვე წინა სავარძლების თავს ზემოთ სივრცეც გაიზარდა, უკან კი არაფერი შეცვლილა. საბოლოო ვერდიქტით სალონში მგზავრებისთვის მეტი სივრცეა, ვიდრე წინათ.

შეჯამებისთვის, ახალი თაობის „ელანტრა“ ისეთივე საინტერესო იქნება, როგორც მისი „უფროსი ძმა“ Sonata. თუ ეკონომიურობა თქვენთვის პრიორიტეტია, ჰიბრიდული მოდელიც უკვე გამოჩნდა, რომელიც EPA-ს შეფასებით საშუალოდ 4.7 ლიტრ საწვავს მოიხმარს.

მსგავსი სიახლეები