Aa Aa
26 სექტემბერი 2020  |  13:10

„ფერარის“ პილოტები სახალისო გამოწვევაში Ferrari SF90 Stradale-თი მონაწილეობენ

Ferrari-ს პილოტები და SF90 Stradale!

ფორმულა 1-ის Youtube არხზე გამოქვეყნებულ ახალ ვიდეოში „ფერარის“ პილოტები სებასტიან ფეტელი და შარლ ლეკლერი გამოწვევაში მონაწილეობენ. იდეა მარტივია: თვალებახვეულმა პილოტმა უნდა გამოიცნოს, მუჯელოს ტრასის რომელ მოსახვევში უხვევენ, სანამ მეორე პილოტი საჭესთანაა. მგზავრი უნდა მიხვდეს, როდის გადაკვეთენ ფინიშის ხაზს.

„ფერარის“ პილოტები ჰიბრიდულ სუპერქარში - Ferrari SF90 Stradale-ში სხედან. ავტომობილს სამი ელექტრო მოტორი აქვს, რომლებიც 217 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამას ემატება 4.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა. ჯამში 986 ცხენის ძალაა. ძალა თვლებს 8-სიჩქარიანი ორმაგი გადაბმულობის გადაცემათა კოლოფით ეგზავნება.

თვალები ჯერ ლეკლერს აქვს ახვეული. ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 2.6 წამში აღწევს. თვალებახვეული მგზავრისთვის ეს არც თუ ისე სასიამოვნო მომენტია. ლეკლერი ცდილობს გამოიცნოს, რომელ მოსახვევში არიან. ფინიშის ხაზის გადაკვეთის ამოცნობა კარგად გამოსდის, მაგრამ არა იმდენად კარგად, რამდენადაც მის გუნდელს.

საბოლოოდ, ადგილებს ცვლიან. ლეკლერს შურისძიების საშუალება აქვს. ფრანგი გუნდელის შეცდომაში შეყვანას ცდილობს. დონატებს აკეთებს.

გამოწვევების დიდი ნაწილი საშიში, უაზრო და ხშირად სასაცილოა, მაგრამ „ფერარის“ პილოტების ნახვა SF90 Stradale-ს საჭესთან ნამდვილად სასიამოვნოა. კიდევ უფრო საინტერესოა მათი უნარების საგზაო ავტომობილებზე გამოცდის ნახვა.

 

გაზიარება: