Pagani Huayra Roadster BC-ი Spa-ზე რეკორდს ამყარებს
Aa
Aa

Pagani Huayra Roadster BC-ი Spa-ზე რეკორდს ამყარებს

Pagani-ს მტკიცებით Roadster BC ყველაზე სწრაფი გზაზე გადასაადგილებლად დასაშვები ავტომობილია, რომელსაც Spa Francorchamps-ი დაუფარავს.

სიახლეს სასიამოვნო ამბით ვიწყებთ - დაანონსებიდან ერთ წელზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, „პაგანი“ Huayra Roadster BC-ის მიწოდებისთვის თითქმის მზად არის.

კომპანიის თქმით, სატესტო მოდელებმა 350 000 კმ.-ზე მეტი მანძილი დაფარეს, აქედან 45 000 კმ.-ზე მეტი მსოფლიოს ყველაზე „მომთხოვნ“ სარბოლო გზებზე დაიფარა. Spa Francorchamps-ის წრეზე კი Huayra-ს drop-top ვერსიამ რეკორდი დაამყარა.

ყველაზე სწრაფი გზაზე გადასაადგილებლად დასაშვები ავტომობილის სტატუსის მოპოვება მარტივი არ გამოდგა. BC-ს შესაძლებლობების ზღვარზე მართავდნენ. ის სარბოლო ავტომობილის დონეზე დატვირთეს.

ტესტის ბოლოს R&D განყოფილებამ ავტომობილში დიდი პოტენციალი დაინახა და ჰორაციო პაგანის ნებართვით წრის სწრაფად გავლა, ნოტიო ასფალტის მიუხედავად, მაინც გადაწყვდა.

მრბოლელმა ანდრეა პალმამ 7-კილომეტრიანი წრის დაფარვა 2:23:08 წამში მოახერხა. Pagani არ ასაჯაროებს, თუ ვისი რეკორდი გააუმჯობესა მან, თუმცა, Google-ის დახმარებით გავიგეთ, რომ McLaren Senna-ს წრე გასულ ზაფხულს 2:24:82-ში აქვს დაფარული. შედარებისთვის გეტყვით იმასაც, რომ ხუთი წლის წინ Koeningsegg One: 1-მა წრე 2:32:14-ში დაფარა.

Huayra Roadster BC-ს AMG-ის სპეციალური 6.0 ლიტრიანი, ორ ტურბინიანი V12 ტიპის ძრავა აქვს. აგრეგატი 791 ცხენის ძალასა და 1050 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ის 7-სიჩქარიან Xtrac-ის ნახევრად ავტომატურ კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც ძალას სპეციალური შეკვეთით დამზადებულ Pirelli-ს რეზინებზე მიმართავს. ავტომობილი კარბონისგან არის დამზადებული და ის 1250 კილოგრამს იწონის და მისი მხოლოდ 40 ეგზემპლარი იარსებებს.

ფასი? 4 728 100 აშშ დოლარი.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები