ჰიპერქარი, აპოლო, აპოლო ევო
Aa
Aa

ჰიპერქარების ერთადერთი გერმანული მწარმოებელი V12-ის გამანადგურებლით ბრუნდება

ამას შესაძლოა იმაზე მეტი დრო დასჭირდა, ვიდრე ველოდით, თუმცა საბოლოოდ, Apollo EVO დასაბრუნებლად მზადაა. EVO ახლა Gumpert Apollo-ს 20 წლის იუბილეს აღნიშნავს. მხოლოდ ტრასებისთვის განკუთვნილი ჰიპერქარი 2017 წლის Intensa Emozione-თაა ინსპირირებული. მისი გამოშვება მსოფლიოში მხოლოდ 10 ეგზემპლარით შემოფარგლება, ხოლო მიწოდება, სავარაუდოდ, მომავალ წელს დაიწყება.

Apollo გერმანიაში ჰიპერქარების ერთადერთი მწარმოებელია და როგორც ამბობს, EVO მის „მეამბოხე გერმანული ინჟინერიის“ ფილოსოფიას განასახიერებს. ბრენდის ფესვები Gumpert Apollo-მდე მიდის, მანქანამდე, რომელმაც 2009 წელს ნიურბურგრინგზე, სერიული წარმოების ავტომობილებისთვის წრის რეკორდი დაამყარა. ახლა კი, ახალი ხელმძღვანელობის ქვეშ, EVO-თი Apollo ამ მემკვიდრეობის გაგრძელებას ცდილობს.

ავტომობილის ცენტრში მოთავსებული 6.3-ლიტრიანი V12 ძრავა 800 ცხენის ძალას და 765 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. ეს სიმძლარე 6-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფის საშუალებით უკანა ბორბლებზე ნაწილდება. მოდელის სრული წონა 1 300 კილოგრამს აწყობს და ის 0-დან 100-მდე სულ რაღაც 2.7 წამში ჩქარდება.

Apollo EVO მაქსიმალურ სიჩქარეს 335 კმ/სთ-ზე აღწევს. ავტომობილი Michelin Pilot Sport Cup 2-ის საბურავებით, ალუმინის ნაჭედი დისკოებითა და კარბონ-კერამიკული მუხრუჭებითაა აღჭურვილი. კორპუსის ქვეშ კი, კარბონის მონოკოკია გამოყენებული, რომელიც სულ რაღაც 165 კგ-ს იწონის.

როგორც გითხარით, Apollo ამ მოდელის მხოლოდ ათ ეგზემპლარს გამოუშვებს. კომპანიას არ უთქვამს გაიყიდა თუ არა უკვე დაპირებული ათივე ავტომობილი, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი ახალი EVO-სთვის მფლობელების პოვნა არ გაუჭირდება.

 

მსგავსი სიახლეები