ელექტრომობილები, ტოგი, ტოგი თი10ეფი, ტოგი თი10იქსი
Aa
Aa

ევროპის ელექტრომობილების ომს თურქეთი უერთდება | ეს ავტომწარმოებელი შესაძლოა აღარც გახსოვთ

გასულ წელს გამართული პრეზენტაციის შემდეგ, Togg-ი ალბათ ბევრს დაგვავიწყდა. თუმცა თურქულმა კომპანიამ თავი მიუნხენის ავტოშოუზე გაგვახსენა. როგორც ჩანს, Togg-ი ელექტრომობილების ევროპულ დაპირისპირებაში ჩართვისთვის ემზადება და თან არა ერთი, არამედ ორი მოდელით. T10F და T10X გერმანიაში ამ თვის ბოლოს გამოჩნდება.

CES პროტოტიპის თითქმის იდენტურ მოდელს წინა მხარეს სრულად დახურული ცხაური აქვს, რომელსაც LED მაშუქები აკრავს. მას დიდი ზომის ჰაერის შემშვები ხვრელები და მარტივად შესამჩნევი დღის განათება ემატება. ხელმისაწვდომი შავი სახურავი, გამარტივებული ძარა და 17-დან 19 დიუმამდე დისკები, რასაც 0.24-იანი წინაღობის კოეფიციენტი ემატება.

ინტერიერის შემთხვევაში, ალბათ აქ რეალური არც არაფერია, მაგრამ მოდელში წესით პანორამული დისპლეი დაგხვდებათ, რომელიც 12-ინჩიანი ციფრული ინსტრუმენტების პანელისა და 29-ინჩიანი საინფორმაციო-გასართობი სისტემისგან შედგება. კომპანიის განცხადებით, მოდელს ასევე ორზონიანი ავტომატური კლიმატკონტროლი და 17.8 კუბური ფუტის საბარგულის ტევადობა ექნება. ამას ემატება პარკირებისთვის წინა და უკანა სენსორები, შორი განათების დამხმარე და საგზაო ნიშნების ამომცნობი სისტემა, ინტელექტუალური ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი და ა.შ.

Togg-ის ახალ მოდელებში უკან განთავსებული ძრავა 214 ცხენის ძალას და 350 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მისი შეწყვილება 52.4 ან 88.5 კვტ/სთ სიმძლავრის აკუმულატორულ ბლოკთანაა შესაძლებელი. პირველ შემთხვევაში, ერთი დამუხტვით დაფარვის დიაპაზონი 350 კილომეტრამდე, მეორე შემთხვევაში კი, 623 კილომეტრამდეა.

კონფიგურაციიდან გამომდინარე, მოდელი 0-დან 100-მდე 7.2 წამში ჩქარდება. 20-80%-მდე დამუხტვისთვის საჭირო სულ რაღაც 28 წუთია თუმცა ეს შედეგი 180 კვტ სიმძლავრის DC სწრაფი დამმუხტველის გამოყენებით მიიღწევა. მძღოლებს, რომლებსაც უკეთესი შესრულება სურთ, შეუძლიათ V2 AWD ვერსია აირჩიონ. ის ორმაგი ძრავითა და სრულამძრავიანი სისტემითაა აღჭურვილი და 429 ცხენის ძალასა და 700 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს.

 

მსგავსი სიახლეები