ფორმულა 1, ჰიბრიდული, ჰონდა, ტოიოტა, ნისანი, თანამედროვე ტექნოლოგიები
Aa
Aa

Nissan-ის ახალი ჰიბრიდული ძრავა Hyundai-სა და Toyota-ზე უკეთესია?

ჰიბრიდული ძრავები Nissan-ის ფერფლიდან აღდგენისა და საავტომობილო სამყაროში დაბრუნების ქვაკუთხედია. ავტომწარმოებელმა უახლოეს მომავალში მესამე თაობის E-Power-ის გამოშვება უკვე დაანონსა. ეს უკანასკნელი შიგაწვის ძრავას მხოლოდ გენერატორად გამოიყენებს, ხოლო ელექტროძრავით ბორბლებს დამოუკიდებლად ამოძრავებს.

ამ გეგმით, Nissan-ი თავისი ახალი ჰიბრიდული ძრავის მაქსიმალურად გამოყენებას ცდილობს. ხოლო თანამედროვე ტექნოლოგიები ამ ყველაფრის სისრულეში მოყვანას შესაძლებელს ხდის.

Nissan-ის მტკიცებით, მომავალი ZR15DDTe ძრავა მსოფლიოში პირველია, რომელიც ცილინდრის თავში მისი ჩასმის ნაცვლად, პირდაპირ ცილინდრის თავის ზედაპირზე ასხურებს. ამ პროცესს „ცივი სპრეის“ მეთოდი ეწოდება. ეს ლითონის ფხვნილის ძალიან მაღალი სიჩქარით შესხურებას ჰგავს, რათა კარგად მიეკროს და მყარი ფენა წარმოქმნას.

Nissan-ის შემთხვევაში, შენადნობი სპილენძის ბაზაზეა დამზადებული და ზებგერითი სიჩქარით იფრქვევა ცილინდრის თავზე. ამ მიდგომის მთავარი იდეა იმაში მდგომარეობს, რომ შემშვები პორტის ფორმა, რომელიც წვის კამერაში მოხვედრილი ჰაერის ტურბულენტობას ამცირებს, ხელს უწყობს უკეთესი ბრუნვის ნაკადის შექმნას და ზრდის ეფექტიანობას.

ამ ტიპის წარმოება სხვა ინდუსტრიებში უკვე რამდენიმე წელია არსებობს, მაგრამ ავტოწარმოებაში მხოლოდ ახლა ინერგება. Nissan-მა აღნიშნულ ტექნოლოგიაზე საპატენტო უფლებების გამოსაყენებლად განაცხადი ჯერ კიდევ 2020 წელს შეიტანა და გასული წლის აპრილში ნებართვაც მიიღო.  

 

მსგავსი სიახლეები