თბილისი, თბილისის მერია, გადაადგილებაზე შეზღუდვები
Aa
Aa

თბილისში საავტომობილო მოძრაობა დღესაც შეიზღუდება

დღეს, 9 სექტემბერს, თბილისში, ჭავჭავაძის გამზირის გარკვეულ მონაკვეთში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება. კერძოდ კი, 9 სექტემბრის 06:00 საათიდან 14:00 საათამდე, ვაკის რაიონში, გიორგი წერეთლისა და ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩების სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისა და გზების გახსნის ღონისძიების გამო, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება ილია ჭავჭავაძის გამზირის N76-დან (უკრაინის საელჩოს მიმდებარე ტერიტორია) წყნეთის გზატკეცილის N6-მდე არსებულ საგზაო მონაკვეთში.

ოფიციალური განცხადების თანახმად, „შეზღუდვის პერიოდში, ილია ჭავჭავაძის გამზირიდან წყნეთის გზატკეცილის მიმართულებით მიმავალი სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ თამარაშვილის გამზირის, უნივერსიტეტის ქუჩისა და ბაგების დასახლებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის გავლით, ხოლო წყნეთის გზატკეცილისა და ბაგების მხრიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მიმავალი ავტომობილები იმოძრავებენ ბაგებისა და უნივერსიტეტის ქუჩის დამაკავშირებელი ხიდის, უნივერსიტეტის ქუჩისა და თამარაშვილის გამზირის გავლით“. 

გადაადგილება ასევე შესაძლებელი იქნება ბაგების დასახლებიდან ჭავჭავაძის გამზირის მიმართულებით მოძრავი ავტომობილებისთვის - სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიურომდე. 14:00 საათიდან რეაბილიტირებულ არეალში სატრანსპორტო მოძრაობა ყველა მიმართულებით სრულად აღდგება. 

მსგავსი სიახლეები