Aa Aa
22 სექტემბერი 2020  |  15:51

2020 წლის Porsche Cayenne Coupe: ადვილად მოსაწონი, რთულად შესაყვარებელი

SUV-ის კუპეთა სამყაროში Porsche-ს შემოსვლა ეფექტური გამოდგა.

რამდენიმე ათწლეულის წინ, თუ თქვენ კარგი შემოსავალი გქონდათ და სატრაბახო მანქანის შეძენას გადაწყვეტდით, ბაზარზე სპორტული და მდიდრული კუპეების დიდ არჩევანს გელოდათ. ასეთი ტიპის ავტომობილები იმაზე მიუთითებს, რომ თქვენ სტილს უფრო აფასებთ, ვიდრე პრაქტიკულობას და თან ასეთი ფუფუნებისთვის ფული გემეტებათ. დრო შეუცვალა, თუმცა, ასეთი ტიპის ავტომობილები ისევ შემორჩა. გაიცანით - 2020 წლის Porsche Cayenne Coupe.

რა არის ახალი 2020 წლისთვის?

Porsche Cayenne-ახალ ბრძოლაში ჩაერთო, რომელსაც SUV-კუპე ჰქვია. ახალი მოდელი უამრავი ტექნოლოგიური ცვლილებით გვევლინება, თუმცა, ყველაზე შესამჩნევი სიახლე ახალი დიზაინია. მისი სახით პორშეს ახლა უკვე ისეთ ავტომობილების კონკურენტი ჰყავს, როგორიც BMW X6, Audi Q8 და Mercedes-AMG GLE 53 Coupe-ა.

ფასი

2020 წლის Porshe Cayenne Coupe-ს ფასი 75,000$-დან იწყება. სურათებზე წარმოდგენილი მოდელის ფასი კი 87,000$ დოლარია. ავტომობილისთვის კი, რომელსაც სავარძლების გათბობა, პრემიუმ პაკეტის აუდიო სისტემა და მძროლის დამხმარე სისტემები არ აქვს შესაძლოა, აღნიშნული თანხა გეძვიროთ. შეგახსენებთ რომ სტანდარტული Cayenne-ის ფასი 66,000$-იდან იწყება. არსებული სხვაობა კი სტილისა და მოდურობის ხაზგასმას ემსახურება, რაზეც შესავალში ვისაუბრეთ.

ძრავა, წარმადობა და მართვადობა

Porsche Cayenne, მართვადობისა და წარმადობის კუთხით, სოლიდური SUV-ია. Coupe კი მისგან ნამდვილად არ განხვავდება არაა. საჭის პირდაპირი მართვის სისტემა და კორპუსის ქანაობის შეზღუდვის სისტემა მის ყველაზე ნაკლებად სპორტულ რეჟიმშიც მუშაობს. ის რეგულარულ მოდელზე 37 კილოგრამით მძიმეა, რაც შუშის სახურავითაა გამოწვეული. კარბონის სახურავი კომპლექტაციათა სიაშია, თუმცა, დამატებითი წონა მართვადობაზე უარყოფითად არ მოქმედებს.

Cayenne Coupe-ს საბაზისო მოდელი 335 ცხენის ძალისა და 450 ნიუტონ მეტრის მქონე ძრავათაა აღჭურვილი. სიმძლავრე კოლოსალური არ არის, თუმცა, გადასასწრები მანევრებისთვისა და სხვა საჭიროებებისთვის სავსებით საკმარისია. Porsche-ს თქმით, აღნიშნული აგრეგატით ავტომობილი 0-დან 100-მდე 5.7 წამში ჩქარდება, რაც რეგულარულ მოდელზე წამის მეათედით უფრო ნელი შედეგია. ძრავა ოპერირებისას უსულგულო ხმას გამოსცემს. როდესაც ბრუნის მაჩვენებელი 6,500 rpm-ს აღწევს, ის დიზელის ძრავიანი ავტომობილის ხმას მოგაგონებთ. ამ პრობლემის გამოსწორებას 3,220$-იანი სპორტული გამშვები სისტემის პაკეტის შეძენა მოაგვარებს, რომელიც V6-ს მეტ მხნეობას შესძენს.

აგრო-კულტურისთვის დამახასიათებელი ხმების გარდა („პორშე“ ერთ დროს ტრაქტორებს აწყობდა და ამიტომაც, მისი მემკვიდრეობა გაგვახსენდა), Cayenne გზაზე კარგ კომპანიონობას გაგიწევთ. ტრანსმისია საკმაოდ სხარტია და სატერფულზე ფეხის დადგმას მოუთმენლად ელოდება. მართვადობის ბალანსის შესანარჩუნებლად კორპუსი დაბლაა დაწეული. „პორშეს“ ერთი-ერთი საუკეთესო ელექტრონული საჭის სისტემა აქვს, რომელიც დაუვიწყარ შეგრძნებებს განიჭებთ. მართვის რეჟიმის Sport-სა და Sport Plus-ზე დააყენებისას საჭე და დაკიდება უხეში ხდება, თუმცა არა შემაწუხებელი. მოხვევის სიმჭიდროვე შესანიშნავია, ხოლო საჭის წონა თითქმის იდეალური.

საწვავის მოხმარება

EPA-ს ტესტირებისას 2020 წლის Cayenne Coupe-მ 100 კილომეტრზე ქალაქის პირობებში 12,3 ლიტრი, ავტომაგისტრალზე 10.2, ხოლო შერეულად 11.7 ლიტრი საწვავი მოიხმარა.
კონკურენტთა საწვავის მოხმარების ეფექტურობა კი ასე გამოიყურება:

• Mercedes-AMG GLE 53 („მაილდ ჰიბრიდი“) - ქალაქში 13 ლიტრი, ავტომაგისტრალზე 10,2 ლიტრი, ხოლო შერეულად 11.7 ლიტრი;
• Audi Q8 – ქალაქში 13,8, ავტომაგისტრალზე 11.2 ლიტრი, ხოლო შერეულად 13 ლიტრი.
• BMW X6 xDrive40i - ქალაქში 13 ლიტრი, ავტომაგისტრალზე 9 ლიტრი, ხოლო შერეულად 10,7 ლიტრი.

დიზაინი

Cayenne Coupe-ს ყველაზე ძლიერი მხარე მისი დიზაინია. ერთი შეხედვით ეს Fastback SUV-ი მის კონკურენტებზე უკეთესად გამოიყურება. ის ტრაციულ Cayenne-ს უფრო მეტ სიმდიდრეს სძენს. სახურავის ხაზი 2 სმ-ით უფრო დაბალია და ის ლეგენდარული 911-ის ფორმას იმეროებს. Coupe-ს შესახედაობა Cayenne-ს უფრო გრძელს აჩენს და რეგულარულ მოდელზე ბევრად ლამაზი პროპორციები აქვს. ძრავის მოკლე ხუფი და გრძელი შვერილი ავტომობილს უფრო შეკრულს ხდის. გმადლობ Coupe!

ჭერის დადაბლებამ ინტერიერის ხილვადობაზე უარყოფითი ეფექტი იქონია. სხვა მხრივ კაბინაში ყველაფერი ნაცნობია. ყველა დეტალი ძვირადღირებული მატერიალითა და თანამედროვე დიზაინით არის წარმოდგენილი. საბაზისო Cayenne რვა წერტილში რეგულირებადი სავარძლებით სტანდარტულად არის აღჭურვილი. ავტომობილს 911 Cabriolet-ის მსგავსი ინტერიერი აქვს. Porsche-ს ინტერიერი ერთგვარობა კი ოდნავ მოსაწყენი ხდება.

ტექნოლოგია

Porsche-ს ახალი Communication Management-ის სისტემის გამოყენება, მეტ-ნაკლებად, მარტივია. სენსორები და ფიზიკური ღილაკები იდეალურადაა შერწყმული, თუმცა, საჭეზე რამდენიმე ზედმეტი ღილაკი მაინც არის განთავსებული. სმარტფონის უკაბელო არეკლვა სტანდარტულად ხელმისაწვდომია, მაგრამ დახვეწას საჭიროებს -კავშირი რამდენჯერმე შეწყდა. შედარებისთვის Apple CarPlay უკეთესი ვარიანტია.

Cayenne Coupe Porsche Advanced Cockpit-ით სტანდარტულად გამოდის. მაჩვენებელთა დაფა 13 სანტიმეტრიანი მაღალი გაფართოების ეკრანით არის აღჭურვილი. ეკრანზე რუკის, ძრავის ფუნქციების, სპიდომეტრის და აუდიო ინფორმაციის გამოტანაა შესაძლებელი. მაჩვენებელთა დაფა 25 სანტიმეტრიანი ცენტრალურ ეკრანთანაა დაწყვილებული. ეს უკანასკნელი მძღოლს ყველა შესაძლო ინფორმაციას აწვდის. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეკრანების გამოყენებამ შესაძლოა ყურადღება გაგიფანტოთ.

სტანდარტული აუდიო სისტემა ცუდი არ არის, მაგრამ დაბალ სიხშირეზე ხრინწიანობა და მაღალი სიხშირის უსიამოვნო ჟღერადობა მაინც ახასიათებს. ამ ყველაფერს ჩვეულებრივი მსმენელი ვერ შეამჩნევს, თუმცა, ვინც მუსიკაში ოდნავ მაინც არის გარკვეული დინამიკების ხარისხს მაშინვე შეატყობს. აუდიო სისტემის გაუმჯობესება კი 1 200$-დან 7 000$-მდე დაგიჯდებათ. ფასი დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ პაკეტს აირჩევთ, Bose-ის თუ Burmester-ის სისტემას.



უსაფრთხოების სისტემები

2020 წლის ყველა Cayenne-ი სტანდარტულად ავტომატური დამუხრუჭების, ქვეითების აღმომჩენი სისტემითა და წინა უკანა პარკინგკონტროლებით არის აღჭურვილი. დაფარული ადგილების აღმომჩენი და ზოლის შენარჩუნების დამხმარე სისტემები, ადაპტირებად კრუიზ კონტროლთან ერთად, სტანდარტულ პაკეტში არ შედის. მაშინ, როდესაც მსგავს სისტემებს უკვე ეკონომიური კლასის ავტომობილებსა და მინივენებში ვხედავთ გასაკვირია, რომ პორშეს პრემიუმ კლასის მოდელი სხვა გზას მიუყვება. სამწუხაროდ, ჩვენ ვერასდროს გავიგებთ, თუ რატომ არის დამატებით თვისებებში უფრო მეტი ფული გადასახდელი ისეთი კლასის ავტომობილთათვის, როგორიც Cayenne-ა.

ვერდიქტი

უნდა ითქვას, რომ თანამედროვე ავტოსამყაროს ტრენდი სხვადასხვა მარკის ავტომობილების ერთმანეთზე დამსგავსებისკენაა მიდრეკილი. აღნანიშნავია ისიც, რომ Coupe-ს სტილი SUV-ის პირველი წარმატებული მოდელი BMW-ს ეკუთვნის. ხშირად ამბობენ, რომ Mercedes-მა BMW-ს მიბაძა და GLE X6-ს დაამსგავსა. Cayenne-ის შემთხვევაში კი ასე არ არის. ის Porsche-ს გენეტიკის მატარებელია. მიუხედავად იმისა, რომ ავტომობილის სტანდარტული კომპლექტაციაც კი კონკურენტებთან შედარებით ძვირი ღირს და ტექნოლოგიების ნაკლებობას განიცდის, მისი მართვა ღიმილს ყველას მოჰგვრის. Cayenne Coupe იმ კატეგორიის ადამიანებისთვისაა შექმნილი, რომლისთვისაც იმიჯი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თავად ავტომობილი.

გაზიარება: