Audi-ში თვლიან, რომ სენსორები საკმარისია და ღილაკების დაბრუნების დროა
ავტომობილებში სენსორული ეკრანების ეპოქა დასასრულს უახლოვდება. Audi-ს პროდუქტების მენეჯმენტის უფროსი ვიცე-პრეზიდენტის, ფილიპ ბრაბეკის განცხადებით, ბრენდი უარს ამბობს ყველაფრის ეკრანებში „დამალვაზე“ და საავტომობილო ინდუსტრია კლასიკურ, მექანიკურ მართვას უბრუნდება.
„ვფიქრობ, ჩვენ კიდევ ერთხელ წავედით იმდენად შორს, რამდენადაც საერთოდ შეგვეძლო წასვლა. ზოგადი ტენდენცია აბსოლუტურად მექანიკური კონტროლისკენ იხრება და ჩვენ ამას სწორ მიმართულებად მივიჩნევთ.“, — განაცხადა The Drive-ის პოდკასტში სტუმრობისას ბრაბეკმა.
ასევე იხილეთ: როგორ შექმნა კარლ ბენცის მოსწავლემ Audi?
ბრაბეკის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ბაზრის (განსაკუთრებით ელექტრომობილებისა და ჩინეთის ბაზრის) გავლენით ავტომწარმოებლები წლების განმავლობაში სალონის მაქსიმალურად გაციფრულებას ცდილობდნენ, მომხმარებელთა უკმაყოფილებამ თავისი გაიტანა. საჭის ღილაკები მხოლოდ დასაწყისია — ახალი დიზაინის კონცეფციის ფარგლებში, რომელსაც ბრენდი გერნოტ დიოლნერთან და მასიმო ფრასჩელასთან ერთად Radical Next-ს უწოდებს, Audi ძირითად ფუნქციებს ფიზიკურ ღილაკებს დაუბრუნებს.
ცვლილებები შეეხება როგორც კლიმატკონტროლის მართვას, ისე კარის პანელებსა და ცენტრალურ კონსოლს. უფრო მეტიც, ბრაბეკმა დაადასტურა, რომ ახალ მოდელებზე (როგორიცაა Q7 და Q9) შემუშავებულ პრინციპებსა და ფიზიკურ ელემენტებს ბრენდი უახლოეს მომავალში არსებულ სალონებშიც დანერგავს. ტექნოლოგიები მომავალშიც განვითარდება, თუმცა Audi-ს ახალი ფილოსოფიის მიხედვით, ტექნოლოგია ინტუიციური უნდა იყოს და ფონურ რეჟიმში უნდა მუშაობდეს და მძღოლის ყურადღებას არ უნდა ფანტავდეს.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს