ქურდობა, რამი, ბივაიდი, კრის ჰემსვორთი, ფორდ რეინჯერი რაპტორი
Aa
Aa

„თორი“ გაქურდეს | შეიარეღებულმა პირებმა კრის ჰემსვორთის ავტომობილები გაიტაცეს

ინციდენტი 11 ნოემბრის ღამეს, მსახიობის ავსტრალიაში მდებარე სახლში მოხდა. მძარცველებმა ჰემსვორთისა და მისი მეუღლის, ელზა პატაკის, სამი ავტომობილი გაიტაცეს, თუმცა მოგვიანებით პოლიციამ სამივე მანქანას მიაგნო.

ჰოლივუდის მსახიობ კრის ჰემსვორთისა და მისი მეუღლის, ასევე მსახიობ ელზა პატაკის, ავსტრალიაში მდებარე სახლს შეიარაღებული მძარცველები დაესხნენ თავს. შემთხვევა 11 ნოემბერს მოხდა. თავდამსხმელებმა წყვილის საკუთრებაში არსებული სამი ავტომობილი გაიტაცეს, რომელთაც მოგვიანებით საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მიაკვლიეს.

გამოცემა 7News-ის ინფორმაციით, თავდასხმა დაახლოებით ღამის ორ საათზე მოხდა. ამ დროს ელზა პატაკი სახლში იმყოფებოდა და ძაღლების ყეფამ გააღვიძა. თუმცა ხმაურისთვის ყურადღება არ მიუქცევია.

მომხდარის შესახებ ოჯახმა მხოლოდ დილით შეიტყო, როდესაც ავტოფარეხში შესულებს სამი ავტომობილი გაუჩინარებული დახვდათ. მათ შორის იყო BYD-ის ელექტრომობილი, Ram-ის პიკაპი და Ford Ranger Raptor-ი. სამივე ავტომობილი ავტოფარეხში იყო გაჩერებული, მანქანების გასაღებები კი სალონში დატოვებული.

უსაფრთხოების კამერების ჩანაწერების შესწავლის შემდეგ გაირკვა, რომ რამდენიმე პირი საცხოვრებელი სახლის ტერიტორიაზე ღობეზე გადაძრომით შევიდა. მათგან ორი ცივი იარაღით იყო შეიარაღებული, ხოლო სამივე თავდამსხმელს სახეები ბალაკლავებით ჰქონდა დაფარული.

7News-ის ინფორმაციით, ორ ავტომობილს სამართალდამცველებმა იმავე დღეს, სახლიდან რამდენიმე საათის სავალზე მიაკვლიეს. მესამე ავტომობილი კი 12 ნოემბერს აღმოაჩინეს.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები