სუპერქარი, ცნობილი ადამიანების მანქანები, კიონიგსეგი, კიონიგსეგ ჯესკო, კიონიგსეგ იესკო, დანილ მედვედევი
Aa
Aa

ბოლო, 125-ე Koenigsegg Jesko გაიყიდა — ლეგენდარული სუპერქარი რუსმა ჩოგბურთელმა შეიძინა

შვედურმა ჰიპერქარების მწარმოებელმა Koenigsegg-მა ოფიციალურად დაასრულა Jesko-ს 125-იანი ტირაჟის წარმოება. ბოლო, რიგით 125-ე ეგზემპლარი — უნიკალური სპეცვერსია Jesko Absolut-ი — უკვე აწყობილია და მფლობელს გადაეცა. ლეგენდარული მოდელის დასასრულით საავტომობილო ინდუსტრიის მორიგი დიდებული თავი დაიხურა და ჯერ ისევ არ ვიცით, რა იქნება შემდეგ...

ასევე იხილეთ: TOP-ი: 10 ყველაზე სწრაფი სერიული ავტომობილი

ბოლო ავტომობილი სპეციალურ ფერში — Skumpa-ში (შვედური სლენგით „შამპანური/ცქრიალა ღვინო“) შესრულდა. მას ამშვენებს Regera-ს სტილში ინსპირირებული მწვანე ელფერის მქონე კარბონის ცენტრალური ხაზი და ბრინჯაოს დეტალები. სალონში ყავისფერი და კრემისფერი ტყავის კომბინაციას, მწვანე კარბონის სავარძლებს, ოქროსფერი მეტალის აქცენტებსა და უნიკალურ ნაქარგებს ვხვდებით. 

მედიის ცნობით, ბოლო Jesko რუსმა ჩოგბურთელმა, ამჟამად მსოფლიოს მე-5 ჩოგანმა, დანილ მედვედევმა შეიძინა.

ბოლო, 125-ე Koenigsegg Jesko გაიყიდა — ლეგენდარული სუპერქარი რუსმა ჩოგბურთელმა შეიძინა — ფოტო 1
ბოლო, 125-ე Koenigsegg Jesko გაიყიდა — ლეგენდარული სუპერქარი რუსმა ჩოგბურთელმა შეიძინა — ფოტო 2
ბოლო, 125-ე Koenigsegg Jesko გაიყიდა — ლეგენდარული სუპერქარი რუსმა ჩოგბურთელმა შეიძინა — ფოტო 3
ბოლო, 125-ე Koenigsegg Jesko გაიყიდა — ლეგენდარული სუპერქარი რუსმა ჩოგბურთელმა შეიძინა — ფოტო 4

რა იქნება შემდეგ?

მიუხედავად იმისა, რომ Koenigsegg-ი ამბობს, რომ Jesko-ს პირდაპირი მემკვიდრე გეგმებში ჯერჯერობით არ არის, შვედური ბრენდის ინჟინერია და ტექნოლოგიები განვითარებას განაგრძობს.

Jesko-ს ცნობილი 5.0-ლიტრიანი ტვინ-ტურბო V8 ძრავა და ინოვაციური 9-სიჩქარიანი Light Speed Transmission გადაცემათა კოლოფი ბრენდის სხვა პროექტებში ჯერ ისევ გამოიყენება, მაგალითად, ოთხადგილიან ჰიბრიდულ Gemera-სა და ტრეკზე ორიენტირებულ Sadair's Spear-ში.

თავად Jesko კი ისტორიას დარჩება როგორც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე სწრაფი, რეკორდსმენი სერიული ჰიპერქარი, რომელმაც 0–400–0 კმ/სთ დროში უპრეცედენტო მაჩვენებლები დააფიქსირა.

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    იხილეთ Sanrivatti One — ძალიან უცნაურად სამართავი სუპერქარი
    იხილეთ Sanrivatti One — ძალიან უცნაურად სამართავი სუპერქარი