Aa Aa
22 სექტემბერი 2020  |  18:18

ლეგენდარული ამერიკული ავტომობილების დაპირისპირება: 1968 Ford Mustang Shelby GT500KR vs. 1968 Chevrolet Corvette 427

1968 წლის Ford Mustang Shelby GT500KR იმავე წლის Chevrolet Corvette 427-ს წინააღმდეგ... დიახ... ვიცით. 1968 წელს Mustang-ს Corvette-თან არ შევადარებით, რადგან ეს ორი ავტომობილი ერთმანეთის პირდაპირი კონკურენტი არაა. „ფორდის“ პირველი მეტოქე Chevrolet Camaro-ა, მაგრამ ვიფიქრეთ, რომ თანამედროვე Corvette-ისა და GT500-ის წინაპრების ერთმანეთთან დაპირისპირება საინტერესო იქნებოდა.

Ford-ისა და Chevy-ის ორმა ყველაზე ქარიზმატულმა ავტომობილმა 60-იანების დნმ-ი შეინარჩუნა.

დღევანდელი Corvette გაწონასწორებული სპორტული ავტომობილია. ორადგილიანი, ძლიერი V8 ძრავით. ავტომობილი, რომლის სტილიც და ტექნიკური მაჩვენებლებიც თანაბრად შთამბეჭდავია და საკმაოდ მაღალი ფასიც აქვს. 1968 წელს Corvette-ს იგივე უპირატესობები ჰქონდა. ერთი შესამჩნევი განსხვავებით: ბილ მიჩელის ავტომობილის სექსუალური სტილი, რომელიც ევროპელებისთვის უცხო იყო, თუ არ ჩავთვლით Lamborghini Miura-ს.

GT500KR, როგორც თანამედროვე GT500, დიდი V8 ძრავით, საჰაეროებით და ფრთებით იყო. ძველი ავტომობილის სტილი ახლისგან ბევრად არ განსხვავდება, რაც ხაზს უსვამს იმ ფაქტს, რომ 1968 წლის მოდელის დიზაინი დაუვიწყარია.

 

ძრავა

1968 წლისთვის Ford Mustang-ი ამერიკის შეერთებულ შტატებში უდიდესი წარმატებით სარგებლობდა. „ფორდი“ და ქეროლ შელბი ფიქრობდნენ, რომ ეს საკმარისი არ იყო. ისინი რაღაც უფრო ამაღელვებელს ეძებდნენ. მათი ოცნებების განხორციელება შესაძლებელი გახდა, როცა ახალი ვერსია 428 Police Interceptor ძრავა ავტომობილში მოათავსეს. ასე შეიქმნა 428 Cobra Jet. აგრეგატი Shelby GT500-ში აღმოჩნდა და ავტომობილმა GT500 KR სახელწოდება მიიღო, რომელშიც KR იშიფრება, როგორც King of the Road - გზების მეფე.

7.0-ლიტრიანი V8 ძრავა დაახლოებით 400 ცხენის ძალას და 597ნმ მაბრუნ მომენტს გამოიმუშავებდა. „ფორდმა“ ოფიციალურად განაცხადა, რომ ავტომობილს 335 ცხენის ძალა ჰქონდა.

გადაცემათა კოლოფი - 4-სიჩქარიანი მექანიკური. ავტომობილი 0-100კმ/სთ-მდე 6.5 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე 225კმ/სთ. ეს რიცხვები 1968 წლისთვის შთამბეჭდავი იყო. გასაკვირი არაა, რომ ამ ავტომობილმა პოპულარობა მაშინვე მოიპოვა.

არანაკლებ პოპულარული იყო 1968 წლის Corvette-ც. ეს ორკარიანი რაკეტა მხოლოს დიზაინით არ გამოირჩეოდა. 400-ცხენისძალიანი ძრავა 1968 წლისთვის უცვლელი დარჩა, თუ არ ჩავთვლით, რამდენიმე აუცილებელ განახლებას გამონაბოქვის სტანდარტების დაკმაყოფილებისთვის. მაბრუნი მომენტი - 623ნმ. სტანდარტული 3-სიჩქარიანი მექანიკური გადაცემათა კოლოფი იყო. 4-სიჩქარიანი - დამატებითი არჩევანი. მაქსიმალური სიჩქარე თითქმის „ფორდის“ მაჩვენებლის ტოლი ჰქონდა - 224კმ/სთ. 0-100კმ/სთ-მდე კი 5.5 წამში აღწევდა.

ექსტერიერი

მაშინდელი ყველა სხვა „მუსტანგების“ მსგავსად, „გზების მეფეს“ წინა ნაწილი მინაპლასტიკის იყო. კაპოტზე წყვილი ჰაერამღები ჰქონდა. დეტალები, რაც მას სხვა მოდელებისგან გამოარჩევდა, Cobra Jet 428 და GT500 KR ემბლემები იყო.

ყველა KR-ს Lucas-ის ან Marchal-ის სანილსე მაშუქები ჰქონდა. ბამპერები ქრომის იყო. GT500 KR-ი კაბრიოლეტის ფორმითაც გამოდიოდა. კუპე 900 ეგზემპლარად გამოვიდა. კაბრიოლეტი - 318 ეგზემპლარად. გარდა იმ დროისთვის წარმოუდგენელი მონაცემების ქონისა, ამ ავტომობილს ძვირადღირებულად მისი იშვიათობაც აქცევს.

სხვა „მუსტანგების“ მსგავსად, Shelby GT500 KR მრავალფეროვნებას გვთავაზობდა. ის სხვადასხვა პაკეტით, საღებავითა და ინტერიერის ფერებით იყო ხელმისაწვდომი.

 

1968 წელი ამ ავტომობილის დიზაინისთვის გარდამტეხი იყო. ცვლილება განაპირობა იმან, რომ უნდოდათ, ავტომობილი ახალი დიზაინით უფრო ფართოდ წარმოებული და ცნობილი ყოფილიყო, ვიდრე იშვიათი და განსაკუთრებული. მისი სტილი სრულიად განახლებული იყო. შეიცვალა თვითონ ავტომობილის აწყობის პროცესიც. ამის გამო თავიდან ავტომობილს მცირე ხარვეზებიც ჰქონდა, რომლებიც მოგვიანებით გამოსწორდა.

ახალი სტილი ავტომობილის სიძლიერეზე უსვამდა ხაზს. მასში ქარიზმა და ამერიკული კუნთები იგრძნობოდა. შემქმნელების მიზანი სრულყოფილი ამერიკული ავტომობილის მიღება იყო და მათ ეს გამოუვიდათ. Ford-ის მსგავსად, კაბრიოლეტ ვერსიას Shevy-ც გვთავაზობდა. ფერების მრავალფეროვნებას, Ford-ის მსგავსად, „კორვეტიც“ გვთავაზობდა. 

ინტერიერი

მიუხედავად იმისა, რომ 1968 წლისთვის ავტომობილის სალონში გარკვეული ცვლილებები იყო, მონაცემთა დაფის კონფიგურაცია ძირითადად უცვლელი დარჩა. „გზების მეფემ“ უნიკალური დეტალები შეიძინა. მაგალითად, საჭეზე Cobra-ს ემბლემა. სალონში ორი ადამიანისთვის საკმარისზე მეტი სივრცე იყო, რასაც Corvette-ზე ვერ ვიტყვით.

საჭის გამაძლიერებელი, რადიო და კონდიციონერი დამატებითი არჩევანი იყო. ინტერიერის და დეკორის განყოფილებამ ავტომობილს ხის დეტალები დაუმატა.

1968 წლის „კორვეტში“ უცვლელი არც ინტერიერი დაუტოვებიათ. ინსტრუმენტთა დაფა საჰაერო ხომალდს მომაგოგენებთ. თუ მანამდე სავარძლები ცოტათი მოუქნელი იყო, 1968 წლისთვის მათი ადაპტირება მოსახერხებელი გახდა. დახრილი სახურავის გამო, შესაძლოა ვინმეს ინტერიერი პატარად მოეჩვენოს. მგზავრისთვის და ბარგისთვის სივრცეც წარმოუდგენლად მცირეა. სალონში გამოყენებულ მატერიალს ხარისხიანს ვერ ვუწოდებთ. პლასტმასის ღილაკები ცოტათი გამაღიზიანებელია. შეიძლება ითქვას, რომ ინტერიერის ასპექტში „კორვეტი“ „ფორდს“ ჩამორჩება.

ფასი

Shelby GT500 KR 1968 წელს $4,500 ღირდა, რაც იმ დროისთვის ასეთი შესაძლებლობების მქონე ავტომობილისთვის იაფად მიიჩნეოდა. ეს ავტომობილები დაახლოებით 1200 ეგზემლარად გამოვიდა და ეს იშვიათობა მის ფასს ზრდის. დღეს მისი ფასი $150,000-$300,000 მერყეობს. რა თქმა უნდა, ზუსტი ღირებულება ავტომობილის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. ერთი რამ კი ცხადია: ეს ავტომობილი კოლექციონერებისთვის ღირებული შენაძენია.  

იმავე წლის „კორვეტის“ საბაზისო მოდელის ფასი  $4,530 იყო. ეს „ფორდის“ ფასთან საკმაოდ ახლოსაა. თუმცა, დღეს Shelby GT500 KR გაცილებით ძვირია. „შევის“ ფასი $18 000 – დან იწყება. ფასში „გზების მეფესთან“ ამხელა სხვაობა იმან განაპირობა, რომ ეს ავტომობილი იმდენად იშვიათი არ არის. 

 

მიუხდავად იმისა, თუ ამ ორი კონკურენტიდან რომელი ჯაბნის მეორეს, ფაქტი ერთია: Shelby GT500 KR და Corvette 427 ორი დიდებული ავტომობილია. მათმა უნიკალურმა დიზაინმა დროს გაუძლო. ამ ორმა ატომობილმა არა მხოლოდ ენთუიზიასტების გულში შეძლო ადგილის დამკვიდრება, არამედ ისინი ისტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიცაა. მათი შთამომავლები კი ავტომოყვარულების გულებს დღესაც იპყრობს.

გაზიარება: