McLaren-ი მაღალი სიჩქარით საცხოვრებელ სახლს შეეჯახა
იშვიათად ხდება, რომ ამ სახის ავარია, რომელსაც ახლა თავად ფოტოებზე ხედავთ, ფატალური შედეგებით არ დასრულდეს. თუმცა გაერთიანებულ სამეფოში მომხდარი ეს შემთხვევა პოლიციამ სასწაულებრივად უკვე შეაფასა, რადგან მას მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამ განადგურებული კორპუსის მიღმა ოდესღაც McLaren 570GT იყო, სანამ საჭესთან მჯდომი 28 წლის მამაკაცი დასაშვებ სიჩქარის ზღვარს არ გადააჭარბებდა, კონტროლს დაკარგავდა და სახლს შეეჯახებოდა. შეჯახების ძალამ სუპერქარის მძღოლი 25 მეტრის მოშორებით გადააგდო, რამაც მას სიცოცხლე შეუნარჩუნა. ავტომობილი კი, აშკარად გადაბრუნდა.

სამართალდამცველების განცხადებით, სუპერქარის მძღოლი 48 კმ/სთ-ის დასაშვებ ზონაში 146 კმ/სთ-ის სიჩქარით მოძრაობდა. შედეგად, V8-ძრავიან სუპერქარზე კონტროლი დაკარგა და სახლს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ McLaren ცეცხლში გაეხვა.
ჰოკინგმაც და მისმა მგზავრმაც მძიმე დაზიანებები მიიღეს, თუმცა ორივე გადარჩა. არც სახლის მცხოვრებლები დაშავებულან. თუმცა McLaren ამოუცნობ, გაშავებულ ლითონის ჩარჩოდ იქცა.

პოლიციის ინსპექტორმა მძღოლის საქციელს „დაუფიქრებელი და ეგოისტური“ უწოდა და დასძინა, რომ საქმეს საფუძვლიანი სასამართლო ექსპერტიზა სჭირდებოდა. Mclaren-ის მფლობელს, სავარაუდოდ, 28 თვით თავისუფლების აღკვეთას მიესჯება. მას ასევე 74 თვით აეკრძალა მანქანის მართვა, რაც ექვს წელზე ოდნავ მეტია.