კლასიკური ავტომობილები, ფორდი, მუსტანგი, ფორდ მუსტანგი შელბი, მიტოვებული ავტომობილები, ფორდ მუსტანგი შელბი ჯითი500
Aa
Aa

ათწლეულების შემდეგ აღმოჩენილი ისტორიული 1967 წლის Shelby GT500

ავტომობილი, რომელიც ათწლეულების განმავლობაში ავტოფარეხში იყო დამარხული, ისტორიული მნიშვნელობის, ადრეული წარმოების Shelby აღმოჩნდა. კერძოდ კი 1967 წლის Shelby GT500, რომელიც დღემდე არსებობს. ავტომობილი შასის ნომრით 244 Ford-ის ინჟინერ ლარი ფეტერს ეკუთვნოდა, რომელიც მას მოძრავ სატესტო პლატფორმად იყენებდა. შემდეგ კი ხელით დაწერილი საჩივრებიც კი გაუგზავნა, რამაც პირდაპირ გავლენა მოახდინა იმაზე, თუ როგორ გაუმჯობესდა მოგვიანებით GT500-ები.

ეს მოდელი სავსეა დეტალებით, რომელთაც მხოლოდ ადრეულ ავტომობილებში თუ შეხვდებოდით. ქარხნული ნაწილებიც შენარჩუნებულია - მათ შორის Magstar-ის დისკები თავისი არის, ბუნებრივი, შეუღებავი საფარით, რომელიც მანქანების პირველ პარტიას ჰქონდა. მინაბოჭკოვანი კაპოტი კი, ადრეული ფოლადის ქვედა კონსტრუქციას და ხელით ამოჭრილ ღარებს იყენებს.

ამას დამატებული ადრეული ორნაწილიანი დახრილი ცხაური ემბლემის გარეშე და საწყისი შიდა ფარების სამონტაჟო სისტემა. აქ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი იკვეთება, რაც შესაძლოა Shelby-ის ბევრმა მფლობელმა და მოყვარულმა არც კი იცოდეს. საქმე იმაშია, რომ ადრეულ დახრილ ცხაურებს ემბლემები არ ჰქონიათ.

428 Police Interceptor-ის ქარხნული ძრავა დიდი ხანია აღარ არსებობს და ქარხნული ბლოკის გაუმართაობის შემდეგ 428 Cobra Jet-ის მოკლე ბლოკით შეიცვალა. თუმცა უმაღლესი კლასის აპარატურის დიდი ნაწილი ორიგინალი დარჩა. მექანიკურ დეტალებზე უფრო მომხიბვლელი თავდაპირველი მფლობელის ხელწერაა. მაგალითად, მისი მცდელობები, შეეჩერებინა გამონაბოლქვი აირების სალონში შეღწევა, პრობლემა, რომლის მოგვარებაშიც მან შელბის აცნობა და დაეხმარა.

ექსპერტებმა ყველა დაფარული ქარხნული VIN კოდი გადაამოწმეს, მანქანის დაზიანების გარეშე, რითაც მისი ავთენტურობა დაადასტურეს. თითქმის 40 წლის განმავლობაში ხელუხლებლად დგომის შემდეგ. ეს GT500 არ არის უბრალოდ კიდევ ერთი აღმოჩენა - ეს Shelby-ის განვითარების ისტორიის განუყოფელი ნაწილია. ახლა აღდგენილი და შენახული, ის გზას ახალი მფლობელით საჭესთან დაუბრუნდება და სავარაუდოდ, მის ქარხნულობასაც კიდევ დიდხანს შეინარჩუნებს.

 

 

მსგავსი სიახლეები