არც Bugatti და არც Ferrari | რომელია აუქციონზე გაყიდული ყველაზე ძვირად ღირებული თანამედროვე მანქანა?
გორდონ მიურეის S1 LM-მა რეკორდების წიგნი თავდაყირა დააყენა და აუქციონებზე ყველაზე ძვირად გაყიდული თანამედროვე მანქანა გახდა. ავტომობილი გასულ შაბათ-კვირას $20.63 მილიონად გაიყიდა. S1 LM-ის მსოფლიო პრემიერა აგვისტოში მონტერეის ავტომობილების კვირეულზე შედგა, Gordon Murray Automotive-მა მაშინვე დაადასტურა, რომ ხუთივე მანქანა უკვე ერთმა პირმა შეისყიდა.

ვინ არის ეს კოლექციონერი ან რატომ გადაწყვიტა თავისი ხუთი ავტომობილიდან ერთი დაეთმო, უცნობია. ცხადია, რომ RM Sotheby's-ში მისმა გამოჩენამ დიდი ყურადღება მიიპყრო - რაც ავტომობილის რეკორდულ ფასად გაყიდვითაც დასრულდა. თუმცა სანახაობა უშუალოდ გაყიდვის პროცესამდე ბევრად ადრეც დაიწყო. S1 LM-ის ავტომობილი ადგილზე ვერტმფრენის გამოყენებით ჩაიყვანეს, ზუსტად ისე, როგორც ამას ვიდეოში ხედავთ.

საინტერესოა ისიც, რომ ადამიანი, რომელმაც ეს ჰიპერქარი შეიძინა, ახლა პირდაპირ გორდონ მიურეისთან თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს. სწორედ მიურეისთან ერთად შეძლებს ის, S1 LM-ის ყველა დეტალი „თავის მოთხოვნებს მოარგოს“.

მიუხედავად იმისა, რომ გორდონ მიურეის T.50, რეალურად, McLaren F1-ის თანამედროვე ინტერპრეტაციად არის რეკლამირებული, S1 ბევრად უფრო განსაცვიფრებელია. ამას ის ფაქტიც ემატება, რომ ეს მოდელი F1-ის დიზაინს უფრო მეტადაც წააგავს, მაგრამ თანამედროვე ელფერიც დაკრავს.
View this post on Instagram
T.50-ის მსგავსად, S1 LM იმავე, 4.3-ლიტრიანი ატმოსფერული Cosworth V12 ძრავითაა აღჭურვილი, რომელიც სპეციალურად ამ მოდელისთვის დამუშავდა. ის 700 ცხენის ძალას გამოიმუშავებს, 12 100 ბრ/წთ-ს აღწევს და 6-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთანაა დაკავშირებული, რომელიც სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.