Aa Aa
25 სექტემბერი 2020  |  16:00

ტაქსის მძღოლების რბოლა: GAZ-24-ის სერია რიგაში

„დილას რბოლა, საღამოს მუშაობა“.

სარბოლო სერიას Dzintara Volga ერქვა და მალე ის იმდენად პოპულარული გახდა, რომ ტაქსის მძღოლებს მთელი ქვეყნის მასშტაბით იწვევდნენ. 70-იანი წლების ბოლოს სერიამ სახელგანთქმულ Bikernieki Circuit-ზე გადაინაცვლა. კონკურსანტები ერთმანეთს საბჭოთა მოქალაქეთა საოცნებო ავტომობილით - GAZ-24-ით ეჯიბრებოდნენ.

შეჯიბრის განვითარებასთან ერთად, ტაქსის მომსახურეთა რაოდენობა შემცირდა. მძღოლებმა GAZ-24-ების მომზადება მხოლოდ სერიისთვის დაიწყეს. ისინი სარბოლოდ ტაქსზე ნამუშევარ ავტომობილებს ან, უკეთეს შემთხვევაში, საკუთარი კონტაქტებით სარგებლობდნენ და ქარხნიდან გამოყვანილ ავტომობილებს იყენებდნენ.

ისტორიის განმავლობაში GAZ-ის ავტომობილები საბჭოთა კავშირის ავტოსპორტის შეჯიბრებებში აქტიურად გამოიყენებოდა. ფაქტია ისიც, რომ ქარხანამ საკუთარი გუნდიც კი შექმნა.

თავიდანვე გამოჩნდა, რომ ვოლგას მტერი მისი წონა იყო. წონის შესამცირებლად ქარხნის გუნდმა საკუთარი სტატუსი გამოიყენა და მსუბუქი ფოლადისგან დამზადებული 7 ავტომობილი გამოუშვა. ლოგიკა მარტივი იყო, თუ ავტომობილს უსაფრთხოების გალია ექნებოდა, კორპუსს გამაგრებები აღარ დასჭირდებოდა.

სერიები 1991 წლამდე გაგრძელდა. საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ კი 19 წლიანი რბოლათა სერიაც დასრულდა.

2010 წელს, რიგაში მცხოვრებმა მოყვარულებმა ჩემპიონატის გაცოცხლება გადაწყვიტეს. ექსპერიმენტული რბოლები ლატვიაში დაიწყო. რამდენიმე წლის შემდეგ, სპორტული Volga-ს მოდელები სარბოლოდ სამშობლოში - ნიჟნი ნოვგოროდში - დაბრუნდნენ. დღეს ეს სხარტი მანქანები Moscow Classic Grand Prix-ის მონაწილეებია.

ახალი ჩემპიონატი ადგილობრივ ავტოსპორტში წარსულსა და აწმყოს შორის არსებულ ხიდად შეფასდა. რბოლაზე მხოლოდ კლასიკური ავტომობილები დაიშვება, თუმცა, თანამედროვე მოდიფიკაციების გამოყენება, განსაკუთრებით უსაფრთხოების საშუალებები, ნებადართულია.

სურათებზე ნაჩვენები ავტომობილი Gaz-3110-ა, რომელიც 7 წარმოებული მსუბუქი ვერსიიდან ერთ-ერთია. მისი ნაწილები Volga-ს ქარხნის ყველა მოდელიდან არის აღებული. ეს ყველაფერი კი მართვადობისთვის გასაუმჯობესებლად გახდა საჭირო. წინა გამაგრება Volga-ს სედანის ბოლო მოდელიდან იქნა გადმოტანილი. GAZ-31105-ი Chrysler-ის ძრავით იყო აღჭურვილი. ბორბლებს შორის მანძილის გასაზრდელად უკანა ღერძმა 30მმ-ით უკან დაიწია.

ყველაფერი აქ არ მთავრდება. წინა დაკიდება GAZ-3102-იდან გადმოვიდა და სტაბილიზატორებს სწრაფი რეგულირების ფუნქცია აქვს. სპეციალურად რეგულირებადი ამორტიზატორები კი, როგორც წინ, ასევე უკანაც არის განთავსებული.

სამუხრუჭე განყოფილებაში იშვიათი, 4-პისტონიანი Girling-ის მომჭერები შეგხვდებათ. წინ დისკური მუხრუჭები არის დაყენებული.

MCGP-ს ასეთი ავტომობილებისთვის ორი კლასი აქვს: Volga 402 და 406. ეს კონკრეტული მოდელი 2.4-ლიტრიანი, 16-კლაპნიანი, 4-ცილინდრიანი ძრავათია აღჭურვილი და ის უმაღლეს დივიზიაში ასპარეზობს.

მუშა ლილვში მაკავშირებელი ღერძები და ლუბრიკაციის სისტემა სრულად ქარხნულია, თუმცა, პისტონები გამოჭედილია და მანაწილებელი ლილვი სპეციალური შეკვეთისაა. სარბოლო რეგულაციები საწვავის შეფრქვევას კრძალავს, რის გამოც ორ-ბარელიანი Holley XP-ს კარბურატორი ATL ავზიდან ეზიდება. ავტომობილს Link ECU-ს სანთლები აქვს, რომელიც Nissan GTR-ში გამოიყენება. სიმძლავრე 200 ცხენის ძალამდეა და ქარხნული გადაცემათა კოლოფითა და AP Racing-ის ქუროთი ნაწილდება.

ავტომობილში ელექტრონული დამხმარე საშუალებები არ არის განთავსებული, მაგრამ ინფორმაციას დაკიდების მოძრაობაზე, მოხვევის კუთხესა და დროსელის გახსნის შესახებ MoTeC-ის სენსორები ამუშავებს. ეს ტელეტრია კონკუტენტულ მოედანზე ავტომობილის გამოყენებისას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

გარედან ავტომობილს ჭანჭიკებით მიერთებული დამატებითი ფრთები აქვს, რომელიც, არც მეტი, არც ნაკლები, 3D პრინტერის დახმარებით არის შექმნილი. დამატებით, ექსტერიერის სხვა უამრავი ნაწილი კარბონისგან არის დამზადებული.

სალონში სრულად შედუღებულ უსაფრთხოების კარკასს, Recaro HANS-ის სავარძლებსა და ღვედებს და კარბონის დეტალებს შეხვდებით. კაბინაში MoTeC-ის C125 ეკრანიც არის დამონტაჟებული.

ის, რაც სურათებში არ აღიქმება GAZ-ის გაბარიტული პარამეტრებია. ავტომობილი სიგრძეში 5 მეტრია, ხოლო სიგანეში 2 მეტრი. სარბოლო გზაზე სარბოლო მოდელი გრაციოზულად გამოიყურება.

ის შესაძლოა ყველაზე სწრაფი სარბოლო ავტომობილი არ არის, მაგრამ უნდა ვაღიაროთ, რომ ერთ-ერთ ყველაზე ბრწყინვალე მათგანია!

გაზიარება: