აშშ-ში დიზელის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა
აშშ-ში დიზელის საწვავის საშუალო ფასმა ისტორიაში პირველად გადაალახა 6 დოლარიან ზღვარს გალონზე. გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით, როცა 1 გალონი დიზელი $3.70 ღირდა, ფასი 63%-ით არის გაზრდილი. GasBuddy-სა და AAA-ს მონაცემებით, დიზელის საშუალო ფასმა $6.05-ს მიაღწია, რაც სერიოზული დარტყმაა არა მხოლოდ ავტომფლობელებისთვის, არამედ მთლიანი ლოგისტიკური ჯაჭვისთვისაც.
დიზელი არ არის მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების საწვავი. ის ამუშავებს სატვირთო ავტომობილებსა და ტრაილერებს, რომლებსაც პროდუქტები გადააქვთ, სამშენებლო და საგზაო ტექნიკას, სასოფლო-სამეურნეო ტრაქტორებსა და ა.შ. შესაბამისად, დიზელის გაძვირება ავტომატურად ზრდის ნებისმიერი დასახელების პროდუქტისა თუ მომსახურების ტრანსპორტირების თვითღირებულებას.
HISTORY: diesel has crossed $6/gal nationally for the first time ever, according to live GasBuddy data. every truck, every delivery, every package, every grocery run just got more expensive. the cost of moving everything in america just hit a record. Statement⬇️ (9/10/26, 3p CT) https://t.co/zijqu6vD9i
— Patrick De Haan (@GasBuddyGuy) September 10, 2026
მიზეზი, ცხადია, ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება, რუსული ნავთობგადამამუშავებელი ქარხნების შეფერხებები და ჩინეთის მიერ საწვავის ექსპორტის შემცირებაა — მოვლენები, რომელთა გამოც გლობალური ბაზარი დეფიციტს განიცდის. შესაბამისად, EIA-ს ცნობით, შტატების დიზელის მარაგები ბოლო 5 წლის მინიმალურ ნიშნულს ჩამოსცდა.
ექსპერტების ვარაუდით, წლის მეოთხე კვარტალში შესაძლოა ფასმა ოდნავ დაიწიოს ($5.55-მდე), ხოლო შედარებითი სტაბილიზაცია 2027 წლისთვის არის მოსალოდნელი. თუმცა, ამ ეტაპზე მსოფლიო ეკონომიკა და სატრანსპორტო სექტორი რეკორდულად ძვირი საწვავის რეალობაში ცხოვრობს.