Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  11:09

კენ ბლოკის Terrakhana: Ford Fiesta RX43-ს გამოცდა

კენ ბლოკი ახალი ვიდეოში Ford Fiesta RX43-ს გამოცდას უწყობს!

ეს კენ ბლოკის „სათამაშო“ მოედანი სვინგარმ სითიაშია და ის იუტას შტატის დამალული მარგალიტია. მას ყველაფერი აქვს, რაც Hoonigan-ს სჭირდება: ასახტომები, დასაშვებები, ბარიერები. შეიძლება ითქვას, რომ ეს Gymkhana-ს ერთ-ერთი ყველაზე ამბიციური ვიდეოა.

ბლოკმა და მისმა გუნდმა უკვე ბევრი ისეთი ვიდეო შექმნა, რომელმაც ინტერნეტსივრცე დაიპყრო. ბლოკის პროდიუსერ ბრაიან სკოტოს ვიდეოსთვის საუკეთესო ადგილების პოვნა კარგად ეხერბება. წინა ადგილები სან ფრანცისკოს ბეი ბრიჯსა და „ჰოლივუდის“ ნიშანს  მოიცავდა. კენ ბლოკი ახალი ვიდეოს გადასაღებ ადგილთან ახლოს ცხოვრობს. მას ის რამდენჯერმე უკვე ნანახი ჰქონდა და გადასაღებად მოსწონდა.

ოთხივეწამყვან Ford Fiesta RX43 Rallycross ავტომობილს 600 ცხენის ძალა აქვს. ის ვიდეოში ძალიან თავდაჯერებულად გამოიყურება. ყველა გამოწვევას წარმატებულად უმკლავდება.

ავტომობილის გამოცდა Ford Performance-საც უნდოდა. ავტომწარმოებელი შედეგით საკმაოდ კმაყოფილი დარჩება. ერთადერთი დაზიანება რისი შემჩნევაც შესაძლებელია, ოდნავ შელახული პანელებია.

უცნობია, სად გადაიღებენ შემდეგ ვიდეოს, ან გადაიღებენ თუ არა საერთოდ, მაგრამ სანამ ეს საინტერესო სანახაობა დასრულდება, იმედი გვაქვს, რომ Mach-E 1400-ს 15-წუთიან ვიდეოში გამოჩენის შანსი მიეცემა.

გაზიარება: