Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  11:12

ტრანსგენდერი მრბოლელი ჩარლი მარტინი Nurburgring-ის 24 საათიანი რბოლის ისტორიას წერს

მრბოლელი საკუთარ პლატფორმას LGBTQ+ თემის მხარდასაჭერად გამოიყენებს. 

ჩარლი მარტინი პირველი ტრანსგენდერი ქალი იქნება, რომელიც 24 საათიან რბოლაში მონაწილეობას მიიღებს. ის BMW M240i-ის Adrenalin-Motorsport-ისთვის მართავს.

Nurgburgring-ზე მარტინის მოღვაწეობა ყველასთვის არ არის ცნობილი. ის Nurburgring Landstrecken Serie-ის Cup 5 BMW M240i სარბოლო კლასში 2004 წლიდან იღებს მონაწილეობას. აღნიშნულ ჩემპიონატში მრბოლელი ქულებით 31-ე ადგილს იკავებს. წარმოშობით Leicester-ერი, მარტინი მეშვიდე ბრიტანელია აღნიშნულ სერიაში.

-„სამწუხაროა, რომ ეს ყველაფერი დამკვირვებლებისა და მაყურებლების გარეშე უნდა ჩატარდეს. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ამ ლეგენდარულ რბოლაში მონაწილეობა საოცარი გრძნობა იქნება“ - ამბობს მარტინი.

39 წლის მრბოლელი British Hill Climb Championships-ის, Formula Renault-ის, Ginetta GT5 Championship-ისა და Michelin Le Mans Cup-ის ვეტერანიცაა. გასულ ზაფხულს მან DS Techeetah Team-ის სახელით მონაკოს Formula E Stay at Home-ის სატესტო რბოლაზეც მიიღო მონაწილეობა.

მარტინი საკუთარ სარბოლო პლატფორმებას LGBTQ+ თემის მხარდასაჭერად იყენებს. ის ასევე Racing Pride-ის ელჩიცაა. ეს ორგანიზაცია 2019 წელს შეიქმნა და ავტოსპორტის ინდუსტრიაში LGBTQ+ თემის მხარდაჭერას უწყობს ხელს.

მარტინის სარბოლო კარიერა განვითარებას განაგრძობს. მან მიმდინარე კვირას დაანონსა, რომ 2021 წლის Britcar Championship-ის გამძლეობის რბოლაზე ის Praga R1-ს მართავს. Praga 1 მსუბუქი წონის LMP-ის სტილი სარბოლო ავტომობილია, რომელსაც Renault-Alpine-ის F4R Formula-ს 2.0-ლიტრიანი, 380 ცხენის ძალიანი ძრავა აქვს.

-„Praga-თი რბოლა უნიკალური შესაძლებლობა იქნება და ამ ფაქტით საოცრად გახარებული ვარ! ის ელვისებურად სწრაფია. წინ საკმაოდ საინტერესო სეზონი გველის“ - განაცხადა მრბოლელმა.

მარტინის საბოლოო მიზანი კი Le Mans-ის 24 საათიან რბოლაზე მონაწილეობის მიღებაა.

-„იქამდე არ გავჩერდები სანამ ამ ოცნებას რეალობად არ ვაქცევ. ვფიქრობ, რომ Le Mans-ში მონაწილეობა მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანისთვის შთაგონების წყარო იქნება. ეს ყველაფერი კი, საბოლოოდ, ჩვენს საზოგადოებაში პოზიტიურ ცვლილებებს გამოიწვევს.“ - განაცხადა მარტინმა.

გაზიარება: