Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  18:54

კომფორტულობის ეტალონი 90-იანი წლების გერმანიიდან: 1992 წლის Mercedes-Benz 600SEL

1992 წლის Mercedes-Benz 600SEL-ს თავის დროზე დიზაინისა, თუ სხვა მახასიათებლების გამო, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ბევრი კრიტიკოსი გამოუჩნდა. წარმოუდგენლად მძიმე, ძვირი და არაეკონომიური - ასე ახასიათებდნენ თავის დროზე მას ავტოჟურნალისტები და ამის მიზეზიც ჰქონდათ.

Mercedes-Benz 600SEL-ი 2296 კილოგრამს იწონიდა. გამოსვლის დროს მისი ღირებულება $143,333 იყო და 100 კილომეტრზე ქალაქში 19, 6 ლიტრ საწვავს მოიხმარდა. ამ ავტომობილის მფლობელები კი ამბობდნენ, რომ რეალურ ცხოვრებაში საწვავის მოხმარება კიდევ უფრო მაღალი იყო, ვიდრე ოფიციალურ ჰქონდათ მითითებული.

მაშინ რატომ ჰქონდა ამ ავტომობილს ასეთი მაღალი ფასი? ვეცდებით ჩვენს სტატიაში ამ კითხვას ვუპასუხოთ

600SEL 10 000 ეგზემპლარად გამოუშვეს. 1000 მათგანი ამერიკაში მოხვდა და, როგორც ავტოჟურნალისტები აღნიშნავდნენ, Dodge Viper-ისგან განსხვავებით, 600SEL-ი ბევრად პრაქტიკული იყო: შექმნილი იყო იმისთვის, რომ 4-5 მგზავრი სალონში მაქსიმალურად კომფორტულად მოთავსებულიყო. 

600SEL-ს კონკურენცია Aston Martin-ის, Roll-Royce-სა და Bentley-ს ავტომობილებისთვის უნდა გაეწია. 600SEL-ი უფრო სწრაფი, ტევადი და იაფი იყო, ვიდრე Bentley Turbo R.

ძრავა და მართვადობა

ამ მოდელს 1992 წლისთვის სრულიად ახალი V-12 ძრავა ჰქონდა. შედარებისთვის, „მერსედესის“ 6-ლიტრიანი ძრავა 402 ცხენის ძალას და 580ნმ-ს გამომუშავებდა, მაშინ, როცა BMW-ს 5.0-ლიტრიანი - 296-ს.

0-100კმ/სთ-მდე 6.2 წამში აღწევდა. მაქსიმალური სიჩქარე - 277კმ/სთ. უკანაწამყანი ავტომობილის 4-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი უშეცდომო იყო. სიჩქარეებში რბილ და ზუსტ გადართვას უზრუნველყოფდა.

მართვადობა და მუხრუჭები საკმაოდ ძლიერი იყო იმისთვის, რომ V12-ის ძალა მოეთვინიერებინა. 600SEL 4-დგუშიან სუპორტებს გვთავაზობდა. მაღალ სიჩქარეებზე, წონის მიუხედავად, ავტომობილი სიმსუბუქის შთაბეჭდილებას ტოვებდა.  

ექსტერიერი და ინტერიერი

600SEL-ი სიგრძეში 521, სიგანეში 189 და სიმაღლეში 150 სანტიმეტრია. წინ „მერსედესისთვის“ ტრადიციული ცხაურა და დიდი ზომის მაშუქებია. კაპოტის დიზაინი - გამორჩეული. ავტომობილის დიაზაინი აეროდინამიკურია, მაგრამ არა იმ დროისთვის მოდური. ამ ავტომობილს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ დიზაინი თითქოს ფასთან შეუფერებელი იყო. ბევრი კი აფასებდა იმის გამო, რომ მისი სტილი „შემომხედეთ, მე მდიდარი ვარს“ არ ყვიროდა.

600SEL-ის სალონი კომფორტული და პრაქტიკულია. ამ ასპექტში მას იმ დროინდელი ვერც ერთი ავტომობილი შეედრებოდა. მასში თქვენი ყველაზე მაღალი ნაცნობისთვისაც კი საკმარისზე დიდი სივრცეა. დიდი სავარძლები 12-გვარად ადაპტირებადია. სალონში ტყავი და ხეა გამოყენებული.

მონაცემთა დაფა მკაფიო და მარტივად გასაგებია. სიბნელეში მას სასიამოვნო, გემოვნებიანი განათება აქვს.

1992 წლისთვის ავტომობილში ახალი Bose Beta აუდიო სისტემა უკეთესად ჟღერდა, ვიდრე მისი წინამორბედი ვერსიები. რადიოს და CD ფლეიერს ხმის ავტომატური კონტროლი ჰქონდა. სალონში ტელეფონი და მიკროფონები იყო ინტეგრირებული.

უკანა სავარძლები კიდევ უფრო დიდი და კომფორტულია, ვიდრე წინები. უკანა სავარძლების მგზავრებს წინა სავარძლისთვის ხელის მიწვდენა გადახრის გარეშე გაუჭირდებათ. 600SEL-ი სავარძლების და საბარგულის უფრო მეტ სივრცეს გვთავაზობდა, ვიდრე Bentley Turbo R. გარდა იმისა, რომ სალონსა და საბარგულში ნივთებისთვის საკმარისზე დიდი სივრცეა, მათი გამოყენება ძალიან კომფორტულია.

უსაფრთხოება

1992 წელს 600SEL-ი უსაფრთხოების სისტემებით გამოირჩეოდა. უსაფრთხოების ბალიშები, ბლოკირების საწინააღმდეგო სამუხრუჭე სისტემა, ჩაჭიდების კონტროლი სტანდარტულია. წინა უსაფრთხოების ღვედების ჩაკეტვა ცოტათი რთულია, მაგრამ ღვედი  ძალიან მოსახერხებელია და მოძრაობის თავისუფლებას იძლევა.  

 

დასკვნა

მართალია, 1992 წლის Mercedes-Benz 600SEL-ს, როგორც ყველა ავტომობილს, თავისი უარყოფითი მხარეებიც ჰქონდა, მაგრამ ის კომფორტი და სიმძლავრე, რასაც ის გვთავაზოდა, მის მოულოდნელად მაღალ ფასს ამართლებდა. 1992 წლისთვის ეს ავტომობილი თანამედროვედ იყო აღჭურვილი და უსაფრთხოების სტანდარტებიც უმაღლეს დონეზე იყო დაცული. მისი ტევადობა და პრაქტიკულობა იმ დროისთვის შეუდარებელი იყო. სწორედ ამ ყველაფრის გამო, ამ ავტომობილს ავტომოყვარულების გულებში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. რაც შეეხება სტილს, ეს უკვე გემოვნების საკითხია.

გაზიარება: