ავტოსპორტი, ავარია, ინციდენტი, ფორდი, ფორდ მუსტანგი, დრაგსტერი
Aa
Aa

ძრავის განყოფილებაში დარჩენილმა ხელსაწყომ 320 კმ/სთ სიჩქარით მოძრავი დრაგსტერი გაანადგურა

დრაგ-რბოლების სამყაროში უმცირესმა დეტალმაც კი შესაძლოა ფატალური შედეგი გამოიწვიოს. წარმოიდგინეთ, რას ნიშნავს, როდესაც 320 კმ/სთ-ით მიმავალი (ან მფრინავი) ავტომობილის ქვეშ მოულოდნელად უცხო საგანი ვარდება.

სწორედ ეს კოშმარი გადახდა თავს ცნობილ მწვანე დრაგსტერს — Snot Rocket მუსტანგს, რომელიც Bradenton Motorsports Park-ზე ასპარეზობდა. ფინიშამდე სულ რამდენიმე ათეული მეტრი იყო დარჩენილი, როდესაც ავტომობილის მარცხენა უკანა მხარე პრაქტიკულად, აფეთქდა. როგორც გაირკვა, კატასტროფის მიზეზი ტექნიკური მომსახურებისას ძრავის განყოფილებაში შემთხვევით დატოვებული ხელსაწყო გახდა.

კადრებში ჩანს, რომ სტარტის შემდეგ მუსტანგს კონკურენტი C5 Corvette-ი კორპუსით უსწრებს, რა დროსაც ძრავის სივრციდან ქრომირებული ქანჩის გასაღები ვარდება და ხელსაწყო ავტომობილის მარცხენა უკანა საბურავის ქვეშ ჰყვება, რაც საბურავის აფეთქებას და ავტომობილის მნიშვნელოვნად დაზიანებას იწვევს. ყველაზე გასაოცარი ის არის, რომ მძღოლმა, ბრეტ ლასალამ, შეძლო მართვის შენარჩუნება და ავტომობილს ბეტონის კედელთან შეჯახება აარიდა — ზიანი მხოლოდ მარცხენა უკანა კუთხითა და წინა ბამპერით შემოიფარგლა. ლასალა ავტომობილიდან დამოუკიდებლად, უვნებლად გადმოვიდა.

გუნდის თანათავმჯდომარემ, დაგ კუკმა სოციალურ ქსელში დაადასტურა, რომ მიზეზი მართლაც ხელსაწყო იყო, თუმცა უარი განაცხადა იმის გარჩევაზე, თუ ზუსტად ვინ დატოვა ის კაპოტის ქვეშ: „მსგავსი რამის ძებნა და ვინმეს დადანაშაულება სუსტი ადამიანების მენტალიტეტია. ჩვენ ერთი გუნდი ვართ.“

ყველაზე წარმოუდგენელი ის არის, რომ თუნდაც დაზიანებული და მართვაგართულებული მუსტანგით, ლასალამ ფინიშის ხაზი 341 კმ/სთ სიჩქარით გადაკვეთა!

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები