ავტოსპორტი, ქართული ავტოსპორტი, მათე კობახიძე, ფორმულა 4
Aa
Aa

სეზონის წარმატებული დასასრული! — მათე კობახიძე ბოლო რბოლაში პოდიუმზე ავიდა

გუშინ, 11 ოქტომბერს Brands Hatch-ზე გამართული რბოლით ბრიტანეთის ფორმულა 4-ის 2026 წლის სეზონი დასრულდა. სარბოლო წლის ბოლო ეტაპზე წარმატებით იასპარეზა Xcel Motosport-ის ქართველმა პილოტმა მათე კობახიძემ და Rookie ჩათვლაში მე-3 ადგილზე გავიდა. 

ამ შედეგით, თავის სადებიუტო სეზონში, აბსოლუტურ ჩათვლაში მათემ 33-ე, ხოლო ახალწვეულთა შორის (Rookie Cup) მე-5 პოზიცია მოიპოვა. 

ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის დაიწყება British F4-ის შემდეგი სეზონი და მიიღებს თუ არა მასში მათე მონაწილეობას, თუმცა იმის თქმა ნამდვილად შეგვიძლია, რომ 2026 წელს ქართველმა პილოტმა შესანიშნავად იასპარეზა და უდიდესი გამოცდილება მიიღო. 

სეზონის წარმატებული დასასრული! — მათე კობახიძე ბოლო რბოლაში პოდიუმზე ავიდა — ფოტო 1
სეზონის წარმატებული დასასრული! — მათე კობახიძე ბოლო რბოლაში პოდიუმზე ავიდა — ფოტო 2
სეზონის წარმატებული დასასრული! — მათე კობახიძე ბოლო რბოლაში პოდიუმზე ავიდა — ფოტო 3
სეზონის წარმატებული დასასრული! — მათე კობახიძე ბოლო რბოლაში პოდიუმზე ავიდა — ფოტო 4

ასევე იხილეთ: ქართველი ბიჭი F1-ში? რა არის ავტოსპორტის ბნელი მხარე? | მათე & ვაკო კობახიძეები - Car-ხანა

კომენტარები

    იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს

    მსგავსი სიახლეები

    ცხელი ამბები
    ასევე დაგაინტერესებთ
    სეზონის ისეთი დასასრული, როგორიც WRC-ს ეკადრება!
    სეზონის ისეთი დასასრული, როგორიც WRC-ს ეკადრება!