Aa Aa
28 სექტემბერი 2020  |  19:50

BMW 3 Series Vs. Tesla Model 3: მაგიური ციფრი

ორი ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული, ორივე თავის კლასში შთამბეჭდავი ავტომობილი.

მესამე სერიის BMW ისეთი საავტომობილო სტანდარტი აღარ არის, როგორიც ერთ დროს იყო. სედანი ზომებში გაიზარდა და ისეთი აღარ არის, როგორც წარსულში გვახსოვს. მიუხედავად ამისა, მისი ამჟამინდელი თაობა სწორი მიმართულებისკენ ერთ ნაბიჯს დგამს. უახლესი მესამე სერია უფრო ელეგანტური, ტექნიკურად გაუმჯობესებული და წინა თაობაზე ბევრად უკეთესად სამართავი ავტომობილია.

ათწლეულების განმავლობაში მესამე სერიას უამრავი კონკურენტი გამოუჩნდა, რომლემბაც კლასში გაბატონება მოისურვეს. მცდელობების მიუხედავად, უნდა ვაღიაროთ, რომ სამიანი დღემდე კლასში საუკეთესო ავტომობილი იყო. ახლა კი ელექტრო Tesla Model 3 ამ გვირგვინის წართმევას ცდილობს.

სტილი

BMW: მესამე სერიის დიზაინის შექმნისას BMW-მ ევოლუცური ნაბიჯი უფრო გადადგა, ვიდრე რევოლუციური. მის დიზაინში ბევრი ძველმოდური დიზაინის შტრიხი გვხვდება, განსაკუთრებით წინა სარტყელში. უკანა მხრიდან, გაწელილი მაშუქები და იხვის კუდისებრი სპოილერი სარტყელს ლამაზს აჩენს. მიუხედავად ამისა, ავტომოყვარულები მიმდინარე თაობის Lexus IS-თან მსგავსებას მარტივად შეამჩნევენ.

ეს მესამე სერია თავისი სტილით ვერ გაგაოცებთ, მაგრამ საბოლოო ჯამში მიმზიდველად გამოიყურება. სურათებში ნაჩვენები მოდელი M-ის აქსესუარებით არის გაფორმებული, რაც ავტომობილს უფრო სპორტულს და გასართობს ხდის.

Tesla: Tesla Model 3-ის სტილი ამ ორიდან ყველაზე ნაკლებად წარმატებულია. Model 3-ს ვირტუალურად BMW-ს მსგავსი ზომისაა, თუმცა რეალურად გასაოცრად დიდი ჩანს. ეს ფაქტორი მასიურ ბატარეებთან არის დაკავშირებული. ორივე ავტომობილი სიმაღლეში ერთი ზომისაა, თუმცა, Tesla-ს დაბალი გვერდითა შუშები და უზარმაზარი საქარე მინა ავტომობილს უფრო მაღალს აჩენს.

Model 3 თავისი ოჯახის წევრის, Model S-ის წინა სარტყელს იზიარებს. კარგად გვესმის გამაგრილებელი ჭრილების საჭიროების არარსებობა, თუმცა, სხვა EV-ი მოდელები ელეგანტურობისთვის ჭრილებს მაინც ატარებენ. Model 3-ის ერთიანი ცხვირი 330i-სთან მოსაწყენად მინიმალისტური და არასაინტერესოდ გვეჩვენება.

უკანა მხარე Tesla-ს ყველაზე მიმზიდველი მხარეა. LED მაშუქები სადად და ლამაზად ანათებს, ხოლოდ პატარა ტუჩისებრი სპოილერი საბარგულის კონტურს ამსხვილებს.

მიუხედავად ყველაფრისა, BMW ექსტერიერის დიზაინში უკეთეს ავტომობილად მიგვაჩნია.

უპირატესი: BMW



ინტერიერი

BMW: მესამე სერიის ინტერიერი გადატვირთული არ არის და საკმაოდ ლამაზად გამოიყურება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ C-Class-ისა და A4-ის მსგავსი ამაღელვებლობა აკლია. კონკურენტებისგან განსხვავებით კი BMW-ს სალონში იაფფასიან მასალებს ვერსად შეხვდებით. სალონის ყველა დეტალი რბილი მატერიალისგანაა დამზადებული.

კოკპიტი Aluminum Tetragon-ის ხაზითაა მორთული. ჯამში სალონი სამი ფერით: შავით, ვერცხლისფერითა და ყავისფერითაა წარმოდგენილი. ზოგს შესაძლოა ამდენი აქცენტი გადატვირთულად მოეჩვენოს, თუმცა, ეს სრულად გემოვნების საკითხია და ალტერნატივებით არსებობს. 

Tesla: Tesla თავის ავტომობილებისთვის მწვანე კულტურის დამკვიდრებას ცდილობს და სალონში ისეთ მატერიალებს არ იყენებს, როგორიც ტყავია (ეს უბრალოდ წარმოების ხარჯებს ამცირებს). ტყავის ნაცვლად ავტომობილში დეტალები ხელოვნური ტყავით არის შესრულებული. კოკპიტი აქ რევოლუციორად გამარტივებულია და დეტალები ერთმანეთთან უკეთეს შეკავშირებულობას ქმნის. ორივე ავტომობილის სალონი განსხვავებულ ატმოსფეროს მატარებელია.

30 სანტიმეტრიანი ეკრანი შუაშია გაანთავსებული და მას ერთი ღილაკიც არ აქვს. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ, რომ ცენტრალური კონსოლის მატერიალებზე თითის ანაბეჭდების კვალი მარტივად ჩნდება, რაც მომხმარებელთა ნაწილისთვის შესაძლოა გამაღიზიანებელი იყოს. მიუხედავად ამისა, Tesla გარემოსთან მეგობრული მასალების გამოყენებისთვისა და ფუტურისტული ატმოსფეროს შექმნის გამო დიდ შექებას იმსახურებს.

უპირატესი: Tesla


წარმადობა და მართვა

BMW: მესამე სერია მოქნილია. M-ის მიერ შემუშავებული დაკიდება რეგულარ მოდელთან შედარებით ავტომობილს 2 სანტიმეტრით დაბლა სწევს და 20 პროცენტით უფრო ხისტს ხდის. 330i-ით მოსახვევების მოხაზვა ერთი სიამოვნებაა. მოხვევის კუთხე ბასრია და საჭის წონაც იდეალურადაა გადანაწილებული.

2-ლიტრიანი ტურბინიანი ძრავა კოლოსალურად ძლიერი არ არის. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ძრავა ცუდია, მაგრამ 255 ცხენის ძალა და 400 ნიუტონ მეტრი ადგილიდან მოწყვეტით დაძვრას არ ჰქოფნის. ZF-ის 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემთა კოლოფი სიჩქარეებს სწრაფად რთავს და მოჭიდებაც საკმარისია, თუმცა, აჩქარებით BMW ვერ გაგაოცებთ.

სპორტულ რეჟიმში ყველაფერი ოდნავ უმჯობესდება. დაბალ ბრუნებზე აქსელერატორის სატერფული უფრო ფიცხია და მოხვევაც უფრო მჭიდრო ხდება. 0-დან 100-მდე მას 5.6 წამი სჭირდება, რაც რეალობასთან აკურატულად ახლოსაა.

Tesla: Model 3-ის სწორხაზოვანი აჩქარება გასაოცარია. აქსელერატორზე ფეხის დაჭერისას 416 ნიუტონ მეტრის გააქტიურებას ზურგით გრძნობთ. შიგა წვის ძრავისგან განსხვავებით მაბრუნი მომენტის ხელმისაწვდომობა მუდმივია, და პიკურ ნიშნულამდე ლოდინი საჭირო არ არის. ამ ატომობილით ქალაქში გადაადგილება კი ნამდვილად სახალისო იქნება,

Model 3 0-დან 100-მდე 5.3 წამში ჩქარდება და 330i-ს მცირედით სჯობს. 0.3 წამი დიდი დრო არ არის, თუმცა, Model 3-ის მაბრუნი მომენტის მყისიერი ხელმისაწვდომობის გამო იგრძნობა, რომ ის BMW-ზე ბევრად უფრო სწრაფია.

Tesla-თი გართობა მხოლოდ სწორ ხაზზეა შესაძლებელი, რადგან მესამე სერიასთან შედარებით ის მოსახვევებში ზედმეტად მოუქნელი და ტლანქია. შესაძლოა Model 3-ს სიმძიმის ცენტრი უფრო დაბლა აქვს განლაგებული, მაგრამ რბილი დაკიდება და შეზღუდული მოჭიდება სწრაფ მოსახვევებში მას უმართავს ხდის.

BMW 330i-ს მართვა ბევრად სასიამოვნოა, რის გამოც ის ამ კატეგორიის გამარჯვებულია.

უპირატესი: BMW


ტექნოლოგია

BMW: BMW-ს iDrive მულტიმედიის სისტემა სეგმენტში ერთ-ერთი საუკეთესოა. მოხმარება საკმაოდ ადვილია და სისწრაფეც სმარტფონის მსგავსი აქვს. გამოსახულება საკმაოდ მკვეთრია და უკანა კამერის აღქმაც ერთ-ერთია საუკეთესოა რაც გვინახავს.

ცენტრალური სენსორული ეკრანი კოკპიტში შეუმჩნევლად არის ჩაშენებული. საჭის უკან 25 სანტრიმეტრიანი ციფრული მაჩვენებელთა დაფაა განთავსებული, რომელზეც ძრავის ბრუნისა და სიჩქარის მაჩვენებელი ელექტრონულად არის გამოსახული. მძღოლის დამხმარე სისტემების ნიშნებიც აღნიშნულ ეკრანზე გამოდის.

Tesla: მასიური 30 სანტიმეტრიანი ეკრანი ვიზუალურად ისეთივე დახვეწილი არ არის, როგორიც მესამე სერიის ეკრანი. სიდიდე კი ერთადერთი შემაწუხებელი დეტალი როდია. სალონში მხოლოდ ორი გამოსადეგი ფიზიკური ღილაკია, რომლებიც საჭეზე არის განლაგებული. მაშუქებისა და წვიმის საწმენდის გააქტიურება ავტომატურია, ხოლო საჭისა და სარკეების რეგულირების ღილაკები მულტიმედიის სისტემის ქვე-მენიუებშია განლაგებული. შესაბამისად, მათ რეგულირებას დიდი დრო სჭირდება. რა თქმა უნდა მფლობელის პროფილი ამ ინფორმაციას შეინახავს და მძღოლს მუდმივად მათი გასწორება არ მოუწევს, მაგრამ ამის აღნიშვნა ღირდა.

Tesla ყველაზე პრაქტიკულ მულტიმედია სისტემის მენიუს ქმნის. დიდი გამოკვეთილი ნიშნები ყველაფერზე წვდომას მარტივს ხდის. ნავიგაციის სისტემა სუფთა და უნაკლოა, ხოლო სენსორის მგძნობიარობა BMW-ს ეკრანზე უფრო სწაფია. რეალურ ცხოვრებაში კი საჭისა და გვერდითა სარკეებს ავტომობილის დაძვრამდე გავასწორებთ.

უპირატესი: Tesla


უსაფრთხოება

BMW: BMW-ს მძოლის დამხმარე ფანტასტიკური სისტემები აქვს. სტანდარტული Active Driving Assistant-ი ზოლში დარჩენის გაფრთხილებას, შეჯახების გაფართხილებას, ქვეითების აღმოჩენის დეტექტორებსა და დაბალ სიჩქარეზე ავტომატურ დამუხრუჭებას მოიცავს. 1 200$-იანი Professional პაკეტი კი უკანა გამაფრთხილებელ სიგნალსა და ადაპტირებად კრუიზ კონტროლს მოიცავს.

ბევრი აქტიური უსაფრთხოების სისტემის მსგავდად, მისი გამოყენება ქალაქის პირობებში ხელსაყრელი არ არის. BMW-ს თქმით, ადაპტირებადი კრუიზ კონტროლი მალე შუქნიშნის წაკითხვასაც შეძლებს. ჯერჯერობით სისტემას განვითარებისთვის ადგილი კიდევ აქვს დარჩენილი.

Tesla: Tesla-ს AutoPilot-ი ავტონომიური გადაადგილების ფუნქციასთან ძალიან ახლოს არის. Model 3 სისტემით სტანდარტულად არის აღჭურვილი, რა დროსაც იმავე ფუნქციებით აღჭურვილობა მესამე სერიაში დამატებითი თანხა ღირს. AutoPilot-ი უკეთესი კონტრიბუციით ხასიათდება და Model 3 ხაზებს შორის უფრო გაცენტრილია. თუ მოხვევის ინდიკატორს ჩართავთ ავტომობილი საგზაო ხაზს დამოუკიდებლად შეიცვლის. BMW-ს ამის გაკეთება კი არ შეუძლია.

უნდა ვთქვათ ისიც, რომ სისტემა ჯერ სრულყოფილი არ არის. Model 3-ს ხაზის ცვლილების დროს სირთულეები მაინც ექმნება. ხშირად ავტომობილი ან ადრიანად ამუხრუჭებს, ან მუხრუჭი ზედმეტად აგრესიულია. მაგრამ მაინც, სისტემა ჯამში 330i-ის სისტემას ობიექტურად სჯობს.

უპირატესი: Tesla


ფასი

BMW: საბაზისო მესამე სერიის ფასი 40 000$-დან იწყება. შედარებისთვის გეტყვით, რომ C-Class-ს საწყისი ფასი უფრო მაღალი აქვს.

სურათებზე ნაჩვენები და ტესტში განხილული მოდელი კი M-ის აქსესუარებითა და სხვა დამატებითი კომპლექტაციების ჩათვლით 59 000$ ღირს.

Tesla: Standard Range Plus Model 3-ის ფასი 39 000$-ა, რაც საბაზისო მესამე სერიაზე 1 700$-ით იაფია.

ჩვენი სატესტო ავტომობილის დამატებით კომპლექტაცაში მხოლოდ Solid Black საღებავი შედის, რაც 750$ ღირს. ჯამში კი 39,740 $-იანი უკეთესად აღჭურვილი ავტომობილისთვის 20 000$-ის დაზოგვა საკმაოდ სარფიანი საქმე გამოდის.

უპირატესი: Tesla


ვერდიქტი

დასკვნით ნაწილში უნდა ითქვას, რომ ორივე ძალიან კარგი ავტომობილია. BMW სწორი მიმართულებით ვითარდება და მესამე სერიის სიდიადეც შეგვიძლია დაბრუნებულად ჩავთვალოთ. Tesla სეგმენტში კარგად აღჭურვილი ავტომობილით თავიდანვე გამოჩნდა და მისი შემდგომი მოდელების ხილვა უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

თუ BMW უკეთესი სამართავი ავტომობილია, Tesla უფრო იაფი და ტექნოლოგიურად დახვეწილი მანქანაა. ფუნდამენტუყრი განსხვავება ძალოვან აგრეგატებშიცაა. BMW-ს 40 წლიანი ისტორია აქვს, ხოლო Tesla-ს დიზაინი უფრო თანამედროვე და მომავალზე ორიენტირებულ მომხმარებლებზეა გათვლილი. ჩვენ კი ეს მსოფლმხედველობა ძალიან მოგვწონს.

გამარჯვებული: Tesla Model 3

გაზიარება: