კლასიკური ავტომობილები, როდსტერი, მაზდა, მაზდა მიატა, მაზდა მიატა ემ-ექს 5, ჯენზი
Aa
Aa

რომელია ჯენზის საყვარელი კლასიკური ავტომობილი? | კვლევა

როდესაც სიტყვა „კლასიკურ ავტომობილს“ ვახსენებთ, უმეტესობას თვალწინ 60-იანი წლების ამერიკული მასლქარები, V8 ძრავები ან ვინტაჟური ევროპული როდსტერები უდგება. თუმცა, ახალგაზრდა თაობას — Gen Z-ს — სრულიად განსხვავებული გემოვნება და წარმოდგენა აქვს იმის შესახებ, თუ რა არის "კლასიკა".

ასევე იხილეთ: ვინ, როგორ და რატომ შექმნა მსოფლიოში ყველაზე უცნაური ძრავა?

სადაზღვევო და საკოლექციო გიგანტ Hagerty-ს ბოლო მონაცემებით, Gen Z-ის წარმომადგენელთა 60%-ს სურს კლასიკური ავტომობილის ფლობა (მაშინ, როცა უფროს თაობაში — Boomer-ებში — ეს მაჩვენებელი მხოლოდ 31%-ია). თუმცა ყველაზე საინტერესო ის არის, თუ რომელი მოდელია მათი სიის სათავეში.

სტატისტიკის მიხედვით, Gen Z-ის ავტომოყვარულების ყველაზე მოთხოვნადი და სასურველი "კლასიკური" ავტომობილი პირველი თაობის Mazda MX-5 Miata გახდა — ლეგენდარული Pop-up მაშუქებით! ბევრისთვის 90-იანების Miata შესაძლოა ჯერ კიდევ ჩვეულებრივ ძველ იაპონურ ავტომობილად აღიქმებოდეს, თუმცა ახალგაზრდა თაობისთვის ის ნამდვილი ლეგენდაა.

თანამედროვე ავტომობილები გადატვირთულია ეკრანებით, ელექტრონული ასისტენტებითა და ავტომატური გადაცემათა კოლოფებით. 90-იანების Miata კი სთავაზობს მძღოლს იმას, რაც ახალ მანქანებს აკლიათ — სიმსუბუქეს, უკანა ამძრაობას, მექანიკურ გადაცემათა კოლოფს და უშუალო კავშირს გზასთან. ასევე, V8 კლასიკებთან ან პოპულარულ სუპერქარებთან შედარებით, 90-იანების იაპონური ავტომობილების შენახვა და შეკეთება ახალგაზრდების ბიუჯეტისთვის გაცილებით რეალურია. Pop-up მაშუქები, რეტრო დიზაინი და 90-იანების ესთეტიკა კი სოციალურ ქსელებში უზარმაზარი პოპულარობით სარგებლობს.

Miata-ს გარდა, ახალგაზრდების მოთხოვნების სათავეში თითქმის 80-იანებისა და 90-იანების შემდეგი მოდელები სჭარბობს: Honda Beat-ი, Acura RSX / Honda Integra, Toyota Celsior / Lexus LS400, Mitsubishi Lancer Evolution VI, BMW E30 და Volvo 240.

შესაბამისად, ჯენზიმ კლასიკური ავტომობილის ცნება გადაწერა. მათთვის კლასიკა არა 2-ტონიანი V8 მონსტრები, არამედ მსუბუქი, მექანიკური, 90-იანების ანალოგური სპორტული ავტომობილებია, რომლებიც მართვის სუფთა ემოციას აბრუნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები