ისტორია, სატვირთო, ვი 12, საბჭოთა კავშირი, საბჭოთა მანქანები
Aa
Aa

საბჭოთა კავშირში 12-ბორბლიანი მეგა სატვირთო მანქანა 42.4-ლიტრიანი ძრავით ააწყვეს

ამ უზარმაზარ სატვირთოს 220 ტონის ტარება შეეძლო.

არსებობს მძიმე სატრანსპორტო და სატვირთო საშუალებები, რომლებსაც იმაზე მეტი ბორბალი აქვს, ვიდრე რომელიმე დედამიწელ არსებას - კიდური. ერთ-ერთი ასეთი სატვირთო მანქანა საბჭოური წარმოების MAZ-7904-ა, რომელიც ვეებერთელა რაკეტების გადასატანად შეიქმნა. საბედნიეროდ ის დანიშნულებისამებრ არასდროს გამოყენებულა.

1983 წელს აწყობილ MAZ-7904-ს ტრანსპორტირება Energia-ს კოსმოსური ხომალდისთვის უნდა გაეწია. ამის ნაცვლად ავტომობილი Soviet ICBM-ის პროგრამისთვის იქნა გამოყენებული. ის სიგრძეში 32 მეტრი, სიგანეში 6,7 მეტრი და სიმაღლეში 3 მეტრი იყო. ეს ლევიათანი 140 ტონას იწონიდა. მისი კორპუსი და ძარა იმგავარად იყო დაპროექტებული, რომ 220 ტონის გადატანა უპრობლემოდ შეეძლო. გეტყვით იმასაც, რომ მისი წონა მსოფლიოში ყველაზე მძიმე ტანკზე - Panzer VIII Maus-ზე ორჯერ მეტია.

დაკიდების ტუმბოებისთვის MAZ-7904-ს 330 ცხენის ძალიანი YAMZ-238-ის V8 ძრავა ჰქონდა. მამოძრავებელ ძალას კი უფრო დიდი, 42.4-ლიტრიანი, V12 ტიპის, ტურბოდიზელის ძრავა წარმოქმნიდა, რომელიც 1 500 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა. ეს სიმძლავრე ოთხ სიჩქარიანი კოლოფით 12-ვე ბორბალთან ნაწილდებოდა, თუმცა, მისი განაწილება 8 ბორბალზეც შეიძლებოდა.

იმისათვის, რომ ავტომობილის არსებობა საიდუმლოდ დარჩენილიყო მისი ტესტირება მხოლოდ ღამით და მაშინ მიმდინარეობდა, როდესაც დასავლური სატელიტები დედამიწის სხვა ნაწილს ფარავდნენ. თავდაპირველი ტესტირებისას მან 547 კილომეტრი დაფარა. ამის შემდეგ ის დაშალეს და ყაზახეთში გადაიტანეს. მოგვიანებით საბჭთა კავშირის ლიდერებმა ფართომასშტაბიანი ტესტირება 4 000 კილომეტრზე მოინდომეს. ტესტში ათ ასეთ სატვირთოს უნდა მიეღო მონაწილეობა, თუმცა, საბჭოელების ოცნება განუხორციელებელი დარჩა.

MAZ-7904-ის მოხვევის რადიუსი 50 მეტრს შეადგენდა, ხოლო მისი მაქსიმალური სიჩქარე 27 კმ/სთ-ით შემოიფარგლებოდა. მიუხედავად მაღალი გამავლობის ბორბლებისა და ხიდებისა, მას სწორ ზედაპირზე სიარული სჭირდებოდა. რთულ მონაკვეთებზე სასიარულოდ საბჭოელებს უფრო ძლიერი ბორბლების საკისარი უნდა დაემზადებინათ. არსებული საკისრები კი წონას ვერ უძლებდა.

მოგვიანებით რაკეტა, რომლის პროგრამისთვისაც MAZ-7904 შეიქმნა დაკონსევრდა. იგივე ბედი ჩვენს ლევიათანსაც ეწვია. მისი ხილვა Baikonur Cosmodrome-ზე, ყაზახეთში იყო შესაძლებელი. 2007 წელს ის ჟანგის გროვად იყო ქცეული, ხოლო 2010 წელს ის დაჭრეს და ჯართში ჩააბარეს. მანქანათმშენებლობისთვის MAZ-7904-ის სიცოცხლეს სამწუხარო დასასრული აქვს, ხოლო დანარჩენი მსოფლიოსთვის ყველაფერი გაცილებით მშვიდობიანად დასრულდა.

სხვათა შორის, ჩვენ საბჭოთა საავტომობილო „სასწაულებს“ CrystalAuto-ს Youtube არხზე ვიდეოც მივუძღვენით — გამოიწერეთ არხი და იხილეთ ვიდეო:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები