10 თვეში ავტომფლობელებმა ₾208 მილიონის ჯარიმები გადაიხადეს
2026 წლის იანვარ-ოქტომბერში საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმებით ბიუჯეტში 208 მილიონი ლარი შევიდა. ამის შესახებ BM.GE ხაზინის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე დაყრდნობით წერს.
საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის ჯარიმებით ბიუჯეტში მიღებული შემოსავალი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 9 მლნ ლარით, ანუ 4%-ით ნაკლებია.
დოკუმენტის თანახმად, ჯარიმებიდან 83.3 მილიონი ლარი შევიდა ცენტრალური მთავრობის ბიუჯეტში, 124.9 მილიონი კი - ადგილობრივი თვითმმართველობების ბიუჯეტებში.
კომენტარები
იყავით პირველი, ვინც დაწერს კომენტარს