Pagani Huayra R-ს ატმოსფერული V12 ძრავა 900 ცხენის ძალაზე მეტს გამოიმუშავებს.
ძრავას უბოროტესი ხმა აქვს!
827 ცხენის ძალიანი Huayra Imola, რომლის სურათებსაც ხედავთ, ყველაზე სწრაფი Pagani-ა, რაც ოდესმე შექმნილა. ახალი მოხსენების მიხედვით, Huayra-ს სამომავლო R მოდელი, მიუხედავად წყვილი ტურბინის მოცილებისა, კიდევ უფრო პიკანტური იქნება. ახალი ატმოსფერული ძრავის შექმნა უკვე დადასტურებულია. ახალი აგრეგატით Huayra 900 ცხენის ძალაზე მეტს ტურბოდაბერვის გარეშე გამოიმუშავებს.
მიჩნეულია, რომ V12 ძრავას AMG HWA-სთან ერთად შექმნის. ეს ის ხალხია, რომლებმაც Apollo Intensa Emozione შექმნა. ამ V12-იან ჰიპერავტომობილს 6.3 ლიტრი მოცულობის ძრავა აქვს, რომელიც 780 ცხენის ძალასა და 760 ნიუტონ მეტრს გამოიმუშავებს. მისი წონა კი მხოლოდ 1 250 კილოგრამს შეადგენს.
დავუბრუნდეთ Huayra R-ს. მის შესახებ გეტყვით იმასაც, რომ ძრავა 9 500 ბრუნს სცდება და უბოროტეს ხმას გამოსცემს. მაღალი შანსია, რომ Huayra R-ი სარბოლო ტრეკზე ორიენტირებულ ავტომობილად მოგვევლინოს, ისე, როგორც ეს Zonda R-ის შემთხვევაში მოხდა. ეს გარემოება კი ინჟინრებს V12 ძრავის სრული სიმძლავრის ამოღებაში დაეხმარება, რადგან მათ გამონაბოლქვზე ფიქრი აღარ მოუწევთ.
შეგახსენებთ, რომ Pagani Huayra R-ის პრემიერა 12 ნოემბერს შედგება. ბოლო 10 წლის განმავლობაში ამ ჰიპერავტომობილის იმდენი ვერსია გამოვიდა, რომ უკვე სათვალავიც აგვერია. თუმცა, რამდენიც არ უნდა გამოვიდეს Zonda-ზე მეტი მაინც ვერასდროს იქნება.
Huayra Pagani-ს ერთადერთი მოდელია. კომპანიამ ათწლეულის მეორე ნახევარში SUV-სა და სედანის გამოსვლა დაანონსა. AMG-ს ტყუპ-ტურბინიანი V12 ძრავა 2026 წლამდე იქნება გამოყენებული, შემდეგ კი სრულად ელექტრო მოდელს ვიხილავთ. Huayra-ს ჩამნაცვლებელი 2022 წელს გამოჩნდება, რომელიც 12-ცილინდრიან ტრადიციას გააგრძელებს. ის C10-ის სახელით იქნება ცნობილი.