Aa Aa
12 ოქტომბერი 2020  |  11:15

Avtoros Shaman 8x8-მ სანაპიროზე გაისეირნა და წყალში აუღელვებლად შეცურა

„off-roading-ის“ ახალი განსაზღვრება

Avtoros Shaman 8x8 შესაძლოა Top Gear-იდან გეცნობათ. მისი პოსტ-აპოკალიპტური ბუნების პრეზენტაცია ბრიტანული შოუს 24-ე სეზონში გაიმართა. ეს ის ავტომობილია, რომელიც Mercedes-AMG G63 6x6-ს სათამაშო მანქანად აქცევს. ეს იგივეა, რაც Hulk-ისა და Fernis Wolf-ის შეხვედრა.

გარდა იმისა, რომ ავტომობილი საოცრად დიდი ზომისაა და რვა ბორბალი აქვს მას ცურვაც შეუძლია.

რომ არ მოგატყუოთ, ცურვა გადამეტებული ნათქვამი იქნება. ის უბრალოდ ამფიბია ავტომობილია, რომელსაც ზღვის წყალში ტივტივი და მცირედი გადაადგილება შეუძლია. მის შესაძლებლობებს იუთუბის არხის - Supercar Blondie-ის - ვიდეოში ვეცნობით. აქამდე ჩვენ ვიცოდით, რომ Shaman 8x8 უგზოობის ავტომობილი იყო. ახალი თვისება კი მის შესაძლებლობებს კიდევ უფრო ზრდის, რაც უგზოობის განსაზღვრებას უფრო ღრმას ხდის.

8-ბორბლიანი ავტომობილი დუბაის სანაპიროზე ისე მარტივად გადაადგილდება, გეგონებათ პარკში სეირნობდეს. ავტომობილს 8-ბორბლიანი მოხვევის სისტემაც გააჩნია. ეს უბრალოდ სიგიჟეა!

თუმცა, Shaman 8x8 ისეთი მძლავრი არ არის, როგორსაც მიდგან ელოდედებით. მისი დიზელის ძრავა 170 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ის 270 ლიტრიან ბენზინის ავზსს ატარებს. მისი მაქსიმალური სიჩქარე 71 კმ/სთ-ა. ეს ყველაფერი კი მას სავსე ავზით 1 215 კილომეტრის დაფარვაში ეხმარება.

Shaman-ი ის ავტომობილი არ არის, რომელიც დრაგის რბოლაში გამოგადგებათ. ის არც Baja-ს სარბოლო ავტომობილივით მოქნილი და სხარტია. Shaman-ის პლიუსი ისაა, რომ მას ისეთ ადგილებში შეუძლია მისვლა, სადაც ზომბები და სხვა ცოფიანი მონსტრები ვერ მოგწვდებათ.

გაზიარება: