პაპარაცებმა პროტოტიპი შენიშნეს: 2023 წლის BMW X8
დიდი ხანია ჭორები ვრცელდებოდა, რომ BMW ახალი სუვის წარმოებას აპირებდა. ახლა კი უკვე ფაქტები გვაქვს, რომ ეს მალე მოხდება.
პაპარაცებმა ახალი პროტოტიპი შენიშნეს. მას, X2-ის მსგავსად, დახრილი სახურავი აქვს.
ესეთი სახურავი უკანა სავარძლის მგზავრებისთვის თავს ზემოთ მეტ სივრცეს ათავისუფლებს. გასაკვირი არ იქნება, სტანდარტული სამი ადგილის ნაცვლად, უკან ექსკლუზიური ორადგილიანი წყობა მივიღოთ.
BMW-მ სავაჭრო მარკაზე განცხადება შეავსო და მასში X8 მიუთითა. შესაბამისად, სურათებში გამოჩენილი ავტომობილიც სწორედ ეს მოდელი უნდა იყოს. განცხადება X8 M-ზეც შეავსეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ სუვის უფრო სწრაფ ვერსიასაც ვიხილავთ.
ეს პროტოტიპი ჰიბრიდია. უფრო სწორად კი ფლაგ ინ ჰიბრიდი. მძღოლის მხარეს დასამუხტი პორტი დაფარეს. აგრეგატი 3.0-ლიტრიანი, 6-ცილინდრიანი და ერთი ელექტრო მოტორი უნდა იყოს. ცხენის ძალები - 389.
პლატფორმა ისევ BMW-ს CLAR პლატფორმაა, რომელიც X7-ში გამოიყენეს. როგორც ჩანს, X7-სა და ახალ X8-ს ბევრი ახალი საერთო დეტალი ექნება. მათ შორის, მაშუქების დიზაინიც მსგავსი იქნება.
ეს მოდელი 2022 წელს, 2023 წლის ვერსიის სახელით გამოვა. X8 Audi Q8-ს, Jaguar J-Pace-ს, Land Rover Range Rover-ისა და Range Rover Sport-ის კონკურენტი იქნება.
წარმოება სპარტანბურგის ქარხანაში დაიწყება. საწყისი ფასი $100,000-ზე დაბალი არ იქნება.