გემი, ელექტრომობილები, ხანძარი, მორნინგ მიდასი
Aa
Aa

ცნობილია რა ღირებულების ავტომობილები განადგურდა ცეცხლმოკიდებულ გემზე

Morning Midas-ზე ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე კვირის შემდეგ, გემი, რომელსაც 3 000-ზე მეტი ავტომობილი გადაჰქონდა ჩაიძირა. როგორც ცნობილია, გემზე ხანძარი იმ განყოფილებაში გაჩნდა, რომელშიც ელექტრომობილები იყო განლაგებული, შემდგომ კი სრულად ტერიტორიაზე გავრცელდა.

არსებული ინფორმაციით, ცეცხლმოკიდებულ გემზე 3 048 მანქანა იყო განთავსებული, მათ შორის 681 ჰიბრიდი და 70 ელექტრომობილი. გემის ჩაძირვის მომენტში ბორტზე 350 ტონა საზღვაო გაზის ზეთი და 1 530 ტონა ძალიან გოგირდის დაბალი შემცველობის საწვავიც იყო.

როგორც, გემზე ხანძრის გაჩენიდან თითქმის ერთი თვის თავზე ირკვევა, Morning Midas-ზე ძირითადად სრულად ჩინური წარმოების ავტომობილები იყო განთავსებული. ისინი, საზღვაო გადაზიდვით, მექსიკის მიმართულებით გადაჰქონდათ.

ალასკის სანაპიროსთან ჩაძირული 3,159 ჩინური მანქანა  ინდუსტრიას საკმაოდ ძვირად - უფრო ზუსტად, 559 მილიონი დოლარად დაუჯდა.

Anderson Economic Group-მა მხოლოდ განადგურებული ტვირთის (ავტომობილების) ღირებულება დაახლოებით 120 მილიონ დოლარად შეაფასა, თუმცა ეს მხოლოდ აისბერგის მწვერვალია. ასევე გასათვალისწინებელია დასასუფთავებელი ღონისძიებები, გარემოზე მიყენებული ზიანი და შემოსავლის დაკარგვა. მსგავსი ხარჯებით, წინასწარი შეფასებით ზარალი $559 მილიონს აღწევს.

შეგახსენებთ, რომ ეს არც პირველი შემთხვევაა, როდესაც ელექტრომობილებით დატვირთულ გემზე ხანძარი გაჩნდა და ჩაიძირა. 2022 წელს, Felicity Ace-ს, რომელსაც თითქმის 4 000 მანქანას (მათ შორის Porsche-ესა და Lamborghini-ის მოდელები) გადაჰყავდა, ცეცხლი გაუჩნდა. როგორც ცნობილია, Felicity Ace-ის ზარალმა $334.5 მილიონს მიაღწია.

მსგავსი სიახლეები