სუპერქარი, ლე მანის 24 საათი, ჯინეტა
Aa
Aa

უახლესი Grand Touring-ი V8-ძრავით 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს

თქვენ წინაშე Ginetta-ს უახლესი შეთავაზებაა: V8 ძრავით აღჭურვილი, სრულად კარბონის აეროდინამიკური სუპერქარი, რომელიც SRO GT2 Series-ში მონაწილეობისთვის უკვე მზადაა. და რაც მთავარია, ახალი Ginetta არც მეტი არც ნაკლები 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს.

Ginetta ისეთი ნიჭიერი ადამიანებისთვის იქცა დამწყებ პლატფორმად, როგორებიც ლანდო ნორისი, ჯეიმი ჩედვიკი, ისააკ ჰაჯარი და სხვები არიან. ასე, რომ ბრიტანელებისგან მსგავსი მონსტრის წარდგენა არც არავის უნდა გაგვიკვიდეს. ამ მოდელის შესაძლებლობებზე პირველი მისი ჩაბერვიანი, 6.3-ლიტრიანი V8-ძრავა მეტყველებს, რომელსაც ალუმინის ბლოკი აქვს და 800 ცხენის ძალას გამოიმუშავებს. ამას ემატება Xtrac LMP-ის უკანა ამძრავის წამყვანი ხიდი, რომელიც სამდისკოიან გადაბმულობასთან, Ohlins-ის ორბერკეტიან საკიდართან და Pirelli-ს სლიკებთანაა დაკავშირებული.

სრულად კარბონის ძარას წყალობით, ავტომობილის წონა 1 250 კილოგრამს შეადგენს. ვიზუალურად კი თუ კარგად დააკვირდებით, ყველგან გვერდითა გამონაბოლქვის მილებს დაინახავთ, ხოლო მასიური შემშვებები უზრუნველყოფენ, რომ მანქანას რაც შეიძლება მეტი ჰაერი მიეწოდოს.  

ეს მოდელი ისტორიული სარბოლო გუნდისთვის კულმინაციაა. Ginetta „ლე მანში“ 2025 წელს, რამდენიმწლიანი გაცდენის შემდეგ დაბრუნდა. გუნდმა Pro-Am LMP3-ის ერთ-ერთ კატეგორიაში გამარჯვებაც მოიპოვა, რაც Ginetta-სთვის Circuit de la Sarthe-ზე პირველი ტრიუმფი გახლდათ.

 

მსგავსი სიახლეები