ილონ მასკი, ელექტრომობილი, თვითმართვადი ავტომობილები, ტესლა, ტესლა მოდელ უაი
Aa
Aa

რევოლუცია მანქანების მიწოდებაში | Tesla მფლობელთან „საკუთარი ფეხით“ მივიდა

ახალი ავტომობილების მიღება შესაძლოა ბევრად უფრო მარტივი გახდეს, რადგან Tesla-ს Model Y-მ უკვე შეძლო და პირველად მფლობელთან „საკუთარი ფეხით“ მივიდა. კომპანიამ ვიდეო გაავრცელა, სადაც ჩანს, რომ თვითმართვადი ავტომობილი ახალ მფლობელამდე მძღოლის გარეშე მიდის. კომპანიამ ვიდეო საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ახალ მფლობელამდე Tesla-ს 30 წუთი დასჭირდა.

YouTube-ზე ატვირთული ვიდეოდან ვიგებთ, რომ ელექტროკროსოვერი „რობოტაქსის პროგრამული უზრუნველყოფით“ იყო აღჭურვილი. თუმცა მიწოდების შემდეგ, ის სრულად თვითმართვადი (კონტროლირებადი) ფუნქციით შეიცვალა. აღსანიშნავია ისიც, რომ ავტომობილს უსაფრთხოების მძღოლი არ ახლდა თან, როგორც ეს ოსტინში მომუშავე „რობოტაქსების“ შემთხვევაში ხდება.

Model Y-მ, როგორც ჩანს, თავისი დავალება კარგად შეასრულა - მარტივად გაუმკლავდა შემოვლით გზებსა და ქუჩაში გაჩერებულ მრავალ ავტომობილს. Tesla-ს გუნდს ამ „მიღწევის“ შესახებ ბევრი არაფერი უთქვამს, თუმცა, როგორც ხშირად ხდება, კომენტარი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა გააკეთა. მისი თქმით, ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც სრულად ავტონომიურ სატრანსპორტო საშუალებაში არავინ იმყოფებოდა და არც დისტანციურად იმართებოდა.

თუმცა კონკურენტები უკვე მზადყოფნაში არიან. მაგალითად, „რობოტაქსის“ გაშვების დღეს მსგავსი სერვისი ბაზარზე Volkswagen-მაც წარადგინა, ხოლო Waymo-მ ჯერ კიდევ 2024 წლის იანვარში დააანონსა სრულად ავტონომიური მსუბუქი ავტომობილების ტესტირება, რომლებიც გზებზე უსაფრთხოდ გადაადგილდებიან მძღოლების გარეშე.

მსგავსი სიახლეები