Aa Aa
11 ნოემბერი 2020  |  12:21

2021 წლის Mercedes-AMG GT 63 S-ი Nurburgring-ზე თავის კლასში რეკორდს ამყარებს

ის უახლეს Porsche Panamera-ზე მცირედით სწრაფია.

2021 წლის Mercedes-AMG GT 63 S-მა Nordschleife-ს ტრასა 7 წუთსა და 23.009 წამში დაფარა. რეკორდული გარბენის ვიდეოს ხილვა მაღლა არის შესაძლებელი.

Nurburgring-ის წრის დროის დასათვლელად რამდენიმე აღიარებული გზა არსებობს. 20.6 კილომეტრიანი დისტანცია ის მონაკვეთია, რასაც ავტომწარმოებლების ვიდეოებში ვხედავთ. დროის ათვლა ტრიბუნების ბოლოდან იწყება, ხოლო დასასრული წრის შესრულების შემდეგ ამავე ტრიბუნის დასაწყისია. ამ მონაკვეთზე GT 63 S-ის დრო 7:23:009 წამია.

2019 წელს Nurburgring 1927 GmbH & Co. KG-მ დროის დათვლის ახალი მეთოდი დაამტკიცა. ის მეცამეტე მოსახვევის დასაწყისში იწყება და წრის გავლის შემდეგ მანდვე მთავრდება. ამგვარი ათვლა ტრასის მონაკვეთს 232 მეტრით ზრდის, სადაც AMG-ს შედეგი 7:27:800-ით განისაზღვრა.

AMG GT 63 S-ის ახალი რეკორდი AMG-ს ინჟინერმა, დემიან შაფერტმა დაამყარა. უახლესი კომპიუტერული პროგრამის დახმარებით ავტომობილმა 2018 წლის შემოდგომის შედეგი 2.3 წამით გააუმჯობესა. მოდელი AMG-ს აეროდინამიკული პაკეტითა და Michelin Pilot Cup 2-ის საბურავებითაც იყო აღჭურვილი. პილოტის უსაფრთხოებისთვის 4-ღვედიანი სავარძელიც განთავსდა.

ტექნიკურად Mercedes-ი „მდიდრული კლასის“ კატეგორიის რეკორდს იკავებს. ის მიმდინარე წლის აგვისტოში დამყარებულ Porsche Panamera-ს 7:25:04 წამს აუმჯობესებს. თუმცა, ყველაზე სწრაფი 4-კარიანი ავტომობილის ტიტული არც ერთ მათგანს ეკუთვნის. ასეთი ავტომობილი Jaguar XE Project 8-ა, რომელმაც 7:18:361 წამი აჩვენა. ვინაიდან რადგანაც „იაგუარში“ უკანა სავარძლები არ არაის განთავსებული, ის იმავე კლასს არ წარმოადგენს.

გაზიარება: