2022 წლის Subaru BRZ-ის თიზერი
არის თუ არა ის ტურბინით აღჭურვილი?
18 ნოემბერს საზოგადოების წინაშე სრულიად ახალი დიზაინის მქონე Subaru BRZ-ი გამოჩნდება. სპორტული ავტომობილის მომდევნო თაობას ყველა განსაკუთრებულად ელის. მანამ სანამ Subaru მოდელს სრულად გაასაჯაროებს ზემოთ ნაჩვენებ ვიდეო-თიზერს უნდა დავჯერდეთ.
ახალი თაობის BRZ-ი ამჟამინდელი მოდელის მცირედით გაუმჯობესებულ პლატფორმას გამოიყენებს. BRZ-ის პირველ თაობა გასაოცარი მანევრულობით გამოირჩეოდა. ახალ მოდელში Subaru-სგან სხვა კომპონენტების გაუმჯობესებასაც ველოდებით.
ყველაზე დიდი ცვლილებები ინტერიერს, ექსტერიერსა და ძალოვან აგრეგატს უნდა შეეხოს. ყველა ავტომოყვარულს აინტერესებს თუ რა არის განთავსებული კამუფლაჟით დაფარულ ხუფის ქვეშ. თუმცა ამის გასაგებად კიდევ ცოტა ხანი უნდა მოვითმინოთ.
არსებობდა ჭორები, რომ Subaru-ს ახალი 2.4-ლიტრიანი ძრავა BRZ-ის ახალ თაობაშიც განთავსდებოდა, მაგრამ ინფორმაცია ოფიციალურად ჯერ არსად დადასტურებულა. Subaru 2.4-ლიტრიანი ბოქსერის ძრავას, როგორც ტურბინის გარეშე, ასევე ტურბინითაც აწარმოებს. ბევრი იმედოვნებს რომ მოდელში ტურბინიან კომფიგურაციას ვიხილავთ.
თუ ვიდეოს ყურადღებით უყურებთ და მოუსმენთ მე-18 წამზე არსებული ხმა შესაძლოა ტურბინის ხმასაც მიამსგავსოთ.
ახალი BRZ-ი სრულიად განახლებული ინტერიერით უნდა წარსდგეს. არსებობს დიდი მოლოდინი იმისა, რომ ავტომობილი ტექნოლოგიების უკეთეს ინტეგრირებას შემოგვთავაზებს. ექსტერიერის პაპარაცული სურათები არსებობს, თუმცა, ლამაზი კუპის სილუეტის მიღმა არაფერი ჩანს. ძალიან მალე - 18 ნოემბერს - ყველაფერს ფარდა აეხდება.