Aa Aa
20 ნოემბერი 2020  |  11:20

BMW-ს ძრავები გერმანიაში აღარ აიწყობა!

BMW ელექტრო ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული!

BMW Group-ი თავისი ქარხნების გარდაქმნას აპირებს. ბავარიული ავტომწარმოებელი ახლა ელექტრო ავტომობილების წარმოებაზეა ორიენტირებული და მომავალში ახალ მოდელებსაც უნდა ველოდოთ.

400 მილიონი ევროს ინვესტიცია მიუნხენში ახალი ქარხნის აშენებაში ჩაიდება.

არსებული ქარხანა, რომელიც 4-, 6-, 8- და 12-ცილინდრიან ძრავებს ამზადებდა, დაიხურება და გზას ახალ ქარხანას გაუთავისუფლებს. BMW ძრავებს შტეირში , ავსტრიაში და ჰემს ჰოლში, დიდ ბრიტანეთში ააწყობს.

რელოკაცია ეტაპობრივად განხორციელდება და 2024 წელს დასრულდება.

„ძრავების წარმოების რეკონსტრუქცია მომავლისკენ სტრატეგიული სვლაა“. - ამბობს წარმოების ხელმძღვანელი მილან ნეძელკოვიჩი.

ეს იმას ნიშნავს, რომ გერმანიაში BMW-ს ძრავები აღარ აიწყობა. სამაგიეროდ, გაიზრდება ელექტრო აგრეგატებისა და ბატარეების წარმოება.  

ლაიფციგისა და რეგენსბურგის ქარხნები 2021 წლიდან ბატარეების წარმოების გაზრდისთვის უკვე მზადაა. ავსტრიის ქარხანა კი ელექტრო აგრეგატის სხვა კომპონენტების აწყობაზე იმუშავებს.

BMW Group-მა 2023 წლისთვის 25 ელექტრო ავტომობილი უნდა გამოუშვას და მათი უმეტესობა ბატარეაზე მომუშავე იქნება. 2022 წლიდან, აავტომწარმოებლის თქმით, გერმანიაში ყოველ ქარხანაში სულ მცირე ბატარეიანი ერთი ელექტრო ავტომობილი აიწყობა.

გაზიარება: