ელექტრომობილი, უკან გაწვევა, ტოიოტა, სუბარუ სოლტერა, ლექსუს არზეტი
Aa
Aa

Toyota, Subaru და Lexus-ი ელექტრომობილების გაყიდვებს აჩერებენ | მიზეზი

Toyota, Subaru და Lexus-ი, ამერიკის შეერთებულ შტატებში, 94 000-ზე მეტი ელექტრომობილისა და დილერებთან არსებული მოდელების გაყიდვებს აჩერებენ. მიზეზი კლიმატკონტროლის სისტემის პოტენციური დეფექტია, რომელმაც შესაძლოა დეფროსტერისა და ორთქლსაწინააღმდეგო მოწყობილობის მუშაობა შეაფერხოს.

არსებული ინფორმაციით, უკან გაწვევა 2023-2025 წლების Toyota bZ4X-ზე, ასევე 2023-2025 წლების Subaru Solterra-სა და 2023-2025 წლების Lexus RZ-ზე გავრცელდება. სამივე მოდელი საერთო პლატფორმას იზიარებს, თუმცა პოტენციურად დეფექტიანი ავტომობილების უმრავლესობა, 41 000-ზე მეტი, bZ4X-ზე მოდის.

ეროვნული საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ადმინისტრაციის მონაცემებით, არასათანადო პროგრამირების შემთხვევაში, HVAC-ის სისტემა შესაძლოა უსაფრთხოების რეჟიმზე გადავიდეს, რომელიც გამათმობლის მუშაობა აჩერებს და გავლენას დეფროსტერის მუშაობაზეც ახდენს. როგორც ამბობენ, ეს მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში ხდება - მაგალითად მაშინ, როდესაც ელექტრო კომპრესორი სპეციფიკურ, გაუმართაობის რეჟიმზეა.

დაბალ ტემპერატურაზე, სისტემამ შესაძლოა საქარე მინიდან ყინულისა და ნისლის მოცილება ვერ მოახერხოს. ეს კი, რა თქმა უნდა, ამცირებს ხილვადობას და ზრდის ავარიის რისკებს.

Toyota-ს დეფექტის შესახებ კანადის ტრანსპორტის სამსახურის გამოძიების შედეგად შეატყობინეს. თუმცა თავიდან, დეფექტი მნიშვნელოვან პრობლემად არ შეფასებულა, რადგან ელექტრომობილები ორი სითბოს წყაროთია აღჭურვილი. ეს ნიშნავს, რომ თუ ერთი გაფუჭდება, მეორე ფუნქციონირებას გააგრძელებს. თუმცა ტესტირებების შედეგად დადგინდა, რომ „უკიდურეს ცივ პირობებში“, დეფექტი საქარე მინის დაბინდვას და გამათბობლის მუშაობის მოსალოდნელზე მეტად გაუარესებას გამოიწვევდა.

საბედნიეროდ, ამ დეფექტის გამოსწორება ძალიან მარტივია. სადილეროები კლიმატის კონტროლის პროგრამულ უზრუნველყოფას განაახლებენ, შეამოწმებენ და საჭიროების შემთხვევაში შეცვლიან კომპრესორს და ელექტრომობილებს კვლავ უკან, გაყიდვაში დააბრუნებენ.

 

მსგავსი სიახლეები