„სახლში ნუ გაიმეორებთ“ | „იუთუბერმა“ Range Rover-ის შეკეთება Temu-ს ხელსაწყოთი სცადა
„იუთუბერმა“ ცნობილი ჩინური პლატფორმა Temu-დან, თავისი Range Rover-ის შესაკეთებლად ხელსაწყოთა ნაკრები გამოწერა, თუმცა ყველაფერი ისე არ წავიდა, როგორც ელოდა. YouTuber-მა Captain Crankshaft-მა ნაწილები რამდენიმე თვის წინ შეიძინა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ ფულის დაზოგვა კარგს არაფერს მოუტანდა.
სატესტო მანქანად კი, როგორც გითხარით Range Rover-ი გამოიყენეს. ავტომობილს საკმაოდ ბევრი პრობლემა ჰქონდა, მაგალითად, გამაგრილებელი სითხე ჟონავდა, გაგრილებლის სისტემა დაზიანებული იყო და ცუდად მუშაობდა. თუმცა ის ყველაზე იაფიც იყო, რომლის შეძენაც ონლაინ შეიძლებოდა.
Temu-დან გამოწერილ ნივთებს შორის კი იყო სახრახნისების 19-დოლარიანი ნაკრები, რომლის საშუალებითაც, წარმოუდგენელია, მაგრამ „იუთუბერის“ მეგობარმა გამაგრილებლის გაჟონვის შეკეთება მოახერხა. აქვე იყო
Temu-ს ზოგიერთ ნივთს შორის იყო 19 დოლარად ღირებული ხრახნების ნაკრები და წარმოუდგენლად, YouTuber-ის მეგობარმა შეძლო გამაგრილებლის გაჟონვის შეკეთება.
სხვა გამოყენებულ ხელსაწყოებს შორის იყო 26-დოლარიანი შენაერთებლების ნაკრები და Quagga-ს ბრენდის 31-დოლარიანი ელექტრული ქანჩსახრახნი. ამათ გარდა კი, „იუთუბერმა“ Temu-დან 33-დოლარიანი საპრიალებელი ხელსაწყოც გამოიწერა, რომელიც უბრალოდ მანქანის ნაწილის მოსაჭრელად დასჭირდა.
თუმცა ზოგიერთი ხელსაწყო თუ ნაწილი, ისეთი კარგი არ აღმოჩნდა, როგორსაც მოელოდა. მათ შორის Temu-დან გამოწერილი უკანა მაშუქები, რომელიც Range-ზე არც ისე ესთეტიურად გამოიყურებოდა. რეალურად ისინი მუშაობდა, თუმცა ალბათ მალევე გაფუჭდებოდა.
მთავარი თავისტკივილი კი, $70-იანი მტვერსასრუტი გამოდგა, რომელიც სრულად დაიწვა. მისმა კვამლმა კი ავტოფარეხი სრულად მოიცვა. შემდეგი პრობლემა გამაპრიალებელს ეხებოდა, რომელიც რამდენიმე წუთიანი გამოყენების შემდეგ გადაიწვა.
თუმცა, ვერ ვიტყვით, რომ Temu-ს ინსტრუმენტებმა თავისი საქმე არ გააკეთა. ცოტა გაუჭირდათ, თუმცა Range Rover-ის იერსახის გაუმჯობესებას ხელი მაინც შეუწყვეს.