ტოიოტა, ტოიოტა სუპრა, ტოიოტა სუპრა ა90, ტოიოტა სუპრა ჯიარი ფაინალ ედიშენი
Aa
Aa

სულ რაღაც ნახევარი წელი დასჭირდა | 2026 წლის GR Supra Final Edition-ი უკვე აუქციონზეა

სულ რამდენიმე თვის წინ Toyota-მ 2026 წლის GR Supra Final Edition წარადგინა. A90-ის შემუშავება კი, უკვე საბოლოო ეტაპზე და მოდელი, საწარმოო ქარხანას, სავარაუდოდ უახლოეს პერიოდში დატოვებს. თუმცა, ამ სპეციალურ ვერსიას ჯერ ნახევარი წელიც არ შესრულებია და ერთ-ერთი მათგანი უკვე განადგურდა. დიახ, თითქმის ახალი Supra Final Edition ამჟამად აუქციონზეა გამოტანილი და ახალ მფლობელს ელოდება.

ავტომობილი IAAI-ის ოსტინის ჩრდილოეთის ფილიალშია და საწყის ფასად $69 000 აქვს მითითებული. ეს უფრო მეტია, ვიდრე 3.0 Premium (60 650 აშშ დოლარი) და საბაზისო 3.0 (57 500 აშშ დოლარი).  სამივე მათგანი BMW-ის 3-ლიტრიანი 6-ცილინდრიანი ტურბოძრავითაა აღჭურვილი, რომელიც 382 ცხენის ძალას და 499 ნმ-ს გამოიმუშავებს. 8-სიჩქარიანი ავტომატური გადაცემათა კოლოფი კი, ძრავიდან წამოსულ სიმძლავრეს უკანა ბორბლებზე ანაწილებს.

თუმცა, ეს კონკრეტული მოდელი შოურუმში სიახლეს არ წარმოადგენს. აუქციონის ჩანაწერების თანახმად, კუპე გადაბრუნების შედეგად დაზიანდა. ჩამსხვრეულია ორივე საქარე მინა, სახურავი, ხოლო ძარა მნიშვნელოვნად დაზიანებული. ნაკაწრებია მანქანის მარჯვენა მხარეს, მაშუქებამდე, ცუდ მდგომარეობაშია საბურავებიც. უსაფრთხოების ბალიშები გახსნილია, ციფრული კლასტერების დაფა არ მუშაობს და ა.შ.

თუმცა, როგორც ამბობენ, დიდი ძალისხმევით ამ ავტომობილის შეკეთება მაინც შესაძლებელია. მაგალითად, 3-ლიტრიანი ძრავა კარგად მუშაობს, მიუხედავად იმისა, რომ აღწერაში „ძრავის დამწვრობა“ მეორად დაზიანებად არის მითითებული. შესაბამისად, ამ მოდელის ყიდვას ალბათ მხოლოდ ძალიან ამბიციური მძღოლი თუ გაბედავს, თანაც ისეთი, რომელსაც მანქანის შეკეთებაში დიდი ძალისხმევის ჩადება არ ეზარება. სხვა შემთხვევაში, Toyota-ს სჯობს დილერებთან მიაკითხოთ.

 

 

მსგავსი სიახლეები