Aa
Aa

Ferrari V6 Hybrid-ის ტესტირება აქტიურად მიმდინარეობს

სატესტო მოდელს დამალვაში დედაბუნებაც ეხმეარება.

თეთრი ფერის კამუფლაჟში ავტომობილის ფორმები მეტ-ნაკლებად მაინც ჩანს. თუმცა, როდესაც საქმეში დედაბუნებაც ერთვება ეპიკურობის ხარისხი იმატებს და სურათის გარჩევაც რთულდება. Ferrari-მ სქელი ნისლი V6 Hybrid-ის გამოსაცდელად დანიშნულებისამებრ გამოიყენა, მაგრამ პაპარაცის კამერამ მოდელი მაინც დააფიქსირა.

Ferrari-ს ახალი ჰიბრიდული ავტომობილის შესახებ რამდენიმე კარგი ვიდეოც გავცელდა. ერთ-ერთის ნახვას კი ზემოთ არის შესაძლებელი. როგორც ვიდეოებსა და სურათებში ხედავთ, ახალი აგრეგატი 488-ს კორპუსშია განლაგებული. ვიდეოს ერთ მონაკვეთში ჩანს თუ როგორ იღვიძებს შიგა წვის ძრავა უცაბედად, მაშინ, როცა ავტომობილი მოძრაობს. ეს პატარა დეტალი ჰიბრიდული ძრავის ტესტირებას ადასტურებს.

თუმცა ეს ყველაფერი არ არის. მალევე სატესტო ტრეკზე კიდევ ერთი 488-ის კორპუსის მქონე ავტომობილი გამოჩნდა. ამ უკანასკნელის ხმა სრულად განსხვავებული, მუდმივი და მაღალი ტონის იყო. სავარაუდოდ ხუფის ქვეშ V12 იმალებოდა. შესაძლებელია, რომ Ferrari V12 ჰიბრიდის აგრეგატსაც ტესტავდეს?

ეს საკმაოდ რთული კითხვაა. რა თქმა უნდა Ferrari სამომავლო გეგმებზე არასდროს საუბრობს. მიუხედავად ამისა, კომპანიის წარმომადგენლებმა გასულ წელს განაცხადეს, რომ დაბინძურების მკაცრი რეგულაციის გამო V12-ის გადარჩენა ურთულესი დავალება იქნებოდა. გამომდინარე აქედან, Ferrari-ს 12 ცილინდრიანი ძრავის მქონე მოდელის წარმოება, ეფექტურობის თვალსაზრისით, ნაკლებად სურს. წარმადობის თვალსაზრისით კი ეს სავსებით შესაძლებელია.

ფაქტია ერთია - ბრენდის ახალი ჰიპერავტომობილი საოცრად ამაღელვებელი იქნება, ხოლო მომავალი თვეები Maranello-ში საკმაოდ საინტერესო.

მსგავსი სიახლეები